სიახლეები
პროექტი „ქართული კალიგრაფია“
06/03/2012
წელს უკვე მესამედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაწყებული პროექტ „ქართული კალიგრაფიის“ ფარგლებში მონაწილეებიეცდებიან, უძველესი ხელნაწერები თანამედროვე ფურცლებზე მაქსიმალური სიზუსტით გადმოიტანონ. ორი წლის წინ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით და განათლების სამინისტროს ხელშეწყობით დაწყებული კონკურის მიზანი ქართული დამწერლობის პოპულარიზაცია და ხელით წერის კულტურის განვითარებაა. კონკურსი სამ ეტაპად ტარდება. პირველი შესარჩევი ტური ცენტრმა უკვე დაიწყო და მასში ჩართვა ნებისმიერ ადამიანს 30 მარტამდე შეუძლია. მსურველებმა 100–150 სიტყვიანი მხედრული ანბანით შესრულებული სასურველი ტექსტი, სკოლის მოსწავლეებმა–რესურსცენტრებში, სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში უნდა წარადგინონ. კონკურსის მეორე და მესამე ეტაპი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ჩატარდება. შემდეგ ტურებში კონკურსანტებს ძველი ხელნაწერი გვერდის ასლის გაკეთება და ნაბეჭდი ტექსტის კალიგრაფიულად გადაწერა ევალებათ. ეს ტურები მონაწილეებისათვის ქართულ კალიგრაფიის ისტორიას და ტრადიციულ წერის საშუალებებზე შემეცნებითი საუბრების ჩატარებასაც ითვალისწინებს. გარჯვებულთა დაჯილდოვება ტრადიციულად 30 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაბადების დღეს იმართება. შემდეგ კი საუკეთესო ნამუშევრებს ამ დარბაზში, როგორც მუდმივმოქმედ ექსპოზიციას ისე გამოფენენ, ეს კი იმას ნიშნავს,რომ აქ წარმოდგენილი საკუეთესო ნიმუშებიც უკვე თანამედროვე კალიგრაფიის ისტორიაა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















