Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Batumi

მართლმადიდებლობის ზეიმი ღია ცის ქვეშ

04/03/2012

დღეს, 4 მარტს, მართლმადიდებლობის ზეიმზე მისმა მაღალყოვლადუსამღვდელესობამ, ბათუმის, ლაზეთისა და ჩრდილოეთ ამერიკის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ წმინდა სინოდის წევრებთან და სამღვდელოებასთან სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა საფლავთან საღმრთო ლიტურღია აღავლინა.

უამინდობის მიუხედავად, ღია ციას ქვეშ, სადღესასწაულო წირვას დაახლოებით 3000-ამდე ადამიანი დაესწრო.

მიტროპოლიტ დიმიტრისთან ერთად საღვთო ლიტურგია შემოქმედის მიტროპოლიტმა იოსებმა, ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმემ, ჭყონდიდის მიტროპოლიტმა პეტრემ, სხალთის ეპისკოპოსმა სპირიდონმა და ბოლნისის ეპისკოპოსმა ეფრემმა აღავლინა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ სამშობლოს ერთიანობისათვის თავდადებულ მამულიშვილთა საფლავზე აღმართული ჯვარი აკურთხა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced