Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Jerusalem

ილია მეორე - ისრაელში ვიზიტი ისტორიული იყო ჩვენი ქვეყნისთვის

26/02/2012

"ბედნიერი ვარ, რომ მშვიდობით დავბრუნდით ისრაელიდან, ეს იყო ისტორიული ვიზიტი ჩვენი ქვეყნისთვის, ასეთი ისტორიული ვიზიტი ჯერ არ ყოფილა", - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, გუშინ, სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ბრძანა, რომ ვიზიტის დეტალებზე დღეს, წირვის შემდეგ ქადაგებისას ისაუბრებს.

 უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ისრაელიდან სამშობლოში გუშინ დაბრუნდა, სადაც ის იერუსალიმის საპატრიარქოსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიწვევით 16 თებერვლიდან იმყოფებოდა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებული ვიზიტის პროგრამის მიხედვით, უწმინდესმა მოილოცა ჯვრის მონასტერი, ღვთისმშობლის საფლავი, წმინდა თეოდოსი დიდის მონასტერი, წმინდა საბა განწმენდილის ლავრა, მოინახულა იოანე მოსხის, წმინდა საბა განწმენდილის დედის, წმინდა კოზმასა და დამიანეს დედის, თეოდოსი დიდის დედის საფლავები.

ილია მეორე ეწვია მოგვთა მღვიმეს, ადგილს, საიდანაც მოგვებს ქრისტეს შობის ვარსკვლავი ეჩვენათ. თაყვანი სცა სპარსთაგან მოწყვედილი მოწამეების წმინდა ნაწილებს. პატრიარქმა მაცხოვრის საფლავზე ღამისთევის ლოცვა აღავლინა. ვიზიტის ფარგლებში უწმინდესი შეხვდა იერუსალიმის პატრიარქ, თეოფილე მესამესა და პალესტინის პრეზიდენტ, მაჰმუდ აბასს.

პატრიარქმა მოილოცა მაცხოვრის შობის ტაძარი, ილია წინასწარმეტყველის ეკლესია, წმინდა გიორგის საფლავი და ეკლესია, წინასწარმეტყველ დავითის საფლავი, წმინდა გერასიმეს მონასტერი, მაცხოვრის ნათლობის ადგილი და წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილი. უწმინდესი შეხვდა ისრაელის პრეზიდენტ, შიმონ პერესს, ქნესეთის თავმჯდომარე რეუვენ (რუბი) რივლენს, იერუსალიმის მერს, მთავარ რაბინებს და ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced