Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Jerusalem

უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტი წმინდა მიწაზე

25/02/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოსპოსის და ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ვიზიტი წმინდა მიწაზე დასასრულს უახლოვდება.

საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი იერუსალიმში საერო და სასულიერო დელეგაციის თანხლებით 16 თებერვალს გაემგზავრა. კათოლიკოს-პატრიარქი ვიზიტის ფარგლებში იერუსლიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ თეოფილე მეორეს შეხვდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა წმინდა მიწაზე მცხოვრები ქართველებიც დალოცა. უწმინდესმა და უნეტარესმა მართლმადიდებლური დელეგაციის თანხლებით მაცხოვრის საფლავი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ადგილი, წმინდა ქალწულის განსასვენებელი და წმინდა მიწაზე არსებული სხვა სიწმინდეები მოილოცა.

ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი ისრაელისა და პალესტინის ლიდერებსაც შეხვდა. საქართველოს მართლმადიდებელელი ეკლესიის დელეგაცია სამშობლოში 25 თებერვალს დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced