Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია II ისრაელიდან 24 თებერვალს დაბრუნდება

17/02/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ ერთი კვირით ისრაელში, წმიდა მიწაზე გაემგზავრა.

უწმიდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით იერუსალიმში ყოფნის პერიოდში წაიკითხება ყველა ის მოსახსენიებელი, რომელიც მრევლმა ყოვლადწმიდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში დატოვა. პატრიარქს სასულიერო და საერო პირთა დელეგაცია ახლავს თან.

“ჩვენ მივდივართ იერუსალიმში ერთი კვირით და იქ აღვავლენთ ლოცვებს ჩვენი ქვეყნისა და ერისათვის. უკვე თითქმის ერთი ჩემოდანია თქვენი მოსახსენებლები. ჩვენ იმის სიტყვას ვერ მოგცემთ, რომ ერთ წირვაზე დავამთავრებთ მათ, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში შევეცდებით, რომ არ გამოგვრჩეს არც ერთი და მოვიხსენოთ თქვენ და თქვენი ახლობლები,”- ბრძანა უწმიდესმა. (15.02.2012)

ვიზიტის ფარგლებში კათოლიკოს-პატრიარქი იერუსალიმის მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლს, პატრიარქ თეოფილე III-ს შეხვდება.

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანლის, მამა დავით შარაშენიძის თქმით, პატრიარქმა მოწვევა იერუსალიმის საპატრიარქოდან, პირადად პატრიარქ თეოფილე III-ის სახელით, ასევე, ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიიღო და უწმინდესს უმაღლესი დონის შეხვედრები ექნება ისრაელის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.

“ღვთის მადლითა და ლოცვა-კურთხევით მივემგზავრები წმიდა მიწაზე, იერუსალიმში. ჩვენი მთავარი მიზანია ლოცვა საქართველოს მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, საქართველოს ერთიანობისთვის,”- აღნიშნა უწმიდესმა გამგზავრებისას.

ილია მეორე ისრაელში ერთი კვირა დარჩება და სამშობლოში 24 თებერვალს დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced