სიახლეები
წმინდა კეთილმსახური მეფე თამარი
13/02/2012
საქართველოს მართმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს აღნიშნავს. „ქართველი ერისთვის მაშინაც და შემდეგაც თამარის სახელი იმიტომ იყო სათაყვანებელი, რომ ზესთაბუნებრივი ძალით მასში იყო გაერთიანებული სახელმწიფო მოღვაწის სიბრძნე და უმანკო, ყოვლადმოწყალე, განურისხებელი გული“ - საუკუნეების შემდეგ ასე აფასებდა ივანე ჯავახიშვილი წმინდა მეფის ღვაწლს და მის იმ თვისებებზე საუბრობდა, რომლებიც წმინდანის თანამედროვეებს, მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის მკვლევარებსა თუ ჩვეულებრივ ადამიანებს მუდმივად აოცებდა. მეფე გიორგისა და ბურდუხან დედოფლის ქალიშვილი ჯერ მამამისის თანამოსაყდრე იყო, რამდენიმე წლის შემდეგ გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ კი ქვეყნის მართვას დამოუკიდებლად შეუდგა.
გამეფებისთანავე წმინდა თამარის სამეფო საქმიანობის ყურადღების ცენტრში სასულიერო ცხოვრება მოექცა. მან იერუსალიმიდან დააბრუნა ცნობილი სასულიერო მოღვაწე ნიკოლოზ გულაბერიძე და მოიწვია საეკლესიო კრება, რომელზეც უღისრი ეპისკოპოსები გადააყენეს და მათ ნაცვლად, როგორც ისტორიკოსები აღნიშნავენ, „საღრმთონი კაცნი“ დაადგინეს. წარუმატებლად დამთავრდა წმინდა თამარის წინააღმდეგ აჯანყებული ყუთლუ ასლანის და მისი დასის მცდელობა გაეკონტროლებინათ მეფე. წმინდა კეთილმსახურმა მეფე თამარმა თავისი დიპლომატიისა და გონიერების წყალობით მალე მოიპოვა უდიდესი ავტორიტეტი და სახელმწიფო მოხელების მხარდაჭერა.
პირველი წარუმატებელი ქორწინების შემდეგ თამარი დავით სოსლანზე ქორწინდება. 1195 წელს ქართველებმა დაამარცხეს მუსლიმთა დიდი კოალიციური ლაშქრობა, რომელსაც ათაბაგ აბუბექარი სარდლობდა. ბრძოლაში წასვლამდე წმინდა მეფემ დალოცა ლაშქარი, თვითონ კი ფეხშიშველი ავიდა მეტეხის ტაძარში და ქართველების გამარჯვებას ყოვალდწმინდა ღვთისმშობელს ევედერებოდა.
წმინდა მეფე თამარის მეფობის პერიოდში საქართველო უზარმაზარი და უძლიერესი სახელმწიფო იყო, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთი და მაჰმადიური აღმოსავლეთი. ქართველები ზედიზედ ამარცხებდნენ მტრებს. მათი ერთ–ერთი დიდი წარმატება ბასიანის ბრძოლაში გარჯვება იყო. ამ დროსაც წმინდა მეფემ ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა ლაშქარი და ქალაქის კარამდე ფეხშიშველი წარუძღვა მეომრებს. წმინდა თამარი მუდმივად ლოცულობდა და მარხულობდა. მის დროს აშენდა ფიტარეთი, კლდეში ნაკვეთი ქალაქი ვარძია, ქვათახევი და ბეთანია. ყურადღებას აქცევდა და პატრონობდა საქართველოს ფარგლებს გარეთ მდებარე ქართულ სავანეებს.
წმინდა კეთილმსახური მეფე თამარის ხსენების დღეს საქართველოს მართმადიდიდებელი ეკლესია 14 მაისსაც აღნიშნავს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















