სიახლეები
წმინდა მეფე აშოტ დიდი კურაპალატი
12/02/2012
საქართველოს მართმადიდებელი სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა მეფის, აშოტ დიდი კურაპალატის ხსენების დღეს აღნიშნავს.
პირველი ბაგრატოვანი მეფე და ბაგრატიონთა სამეფო დინასტის ფუძემდებელი 786 წელს ქართლის ერისმთავარი გახდა. პერიოდი,როდესაც წმინდა მეფე პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა გამოვიდა საკმაოდ მძიმე იყო–საქართველო 4 ნაწილად იყო გაყოფილი: ქართლი და მასთან ერთად თბილისი არაბი ამირას მორჩილებაში იყო, აღმოსავლეთი–კახთა მათავარ გრიგოლს ეპყრა, დასაავლეთ საქართველოს აფხაზეთის მეფე განაგებდა, სამხრეთ საქართველოს კი წმინდა მეფე აშოტ კურაპალატი მართავდა. ერისთავად დადგინების დღიდან წმინდა მეფე ქართული მიწების სარკინოზი დამპყრობლებისგან გათავისუფლებისთვის იბრძოდა. მან შეძლო და რამდენიმე წლის განმავლობაში თბილისიდან არაბები განდევნა, თუმცა არაბთა ხალიფატის ტახტზე ასვლის შემდგ გაძლიერებულმა დამპყრობლებმა ისევ მოიპოვეს უპირატესობა ქართლში და დაიკავეს საქართველოს დედაქალაქი და ამის შემდეგ თბილისი კვლავ დიდი ხნით დაიკარგა. აშოტ კურაპალატი ამის შედეგ იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და თავი საბერძნეთისთვის შეეფარებინა. მცირე უკვე ამალით ჯავახეთში მისულ მეფეს კვლავ დაესხა მტერი და რაზმი სრულიად ამოუხოცა. უფლის შეწევნით წმინდა მეფე სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს. მას ამ შემთხვევამ გადააწყვეტინა აღარ წასულიყო საქართველოდან, თავის მშობლურ კუთხეში დაბრუნდა და კლარჯეთის, ტაოსა და შავშეთია აღორძიება გადაწყვიტა. იქ მცხოვრებლები აშოტ კურაპალატის ამ ნაბიჯმა ძალიან გაახარა. წმინდა მეფემ აღადგინა მურვან ყრუს მიერ აოხრებული არტანუჯის ციხე, მახლობლად კი ქალაქი გააშენა, რომელიც ბაგრატიონთა საბრძანებლად გამოაცხადა. ააგო წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ეკლესია.
აშოტ ბაგრატიონმა საკმაოდ ძლიერი და ვრცელი სამთავრო შექმნა. მას დიდად აფასებდნენ მისი მემკვიდრეები და ანგარიშს უწევდნენ სახელმწიფო მოღვაწეები. პოლიტიკურ ცენტრთან ერთად იმ დროის სამხრეთ საქართველო კულტურისა და განათლების კერადაც იქცა. რაც ღირსი მამა გრირგოლ ხანცთელის დამხასურება იყო, რომლის აზრს აშოტ კურაპალატი მუდმივად ითვალისწინებდა და ეკლესია–მონასტრების აგებას მატერიალურადაც შეეწეოდა ხოლმე.
ისტორიკოსები მიიჩნევენ,რომ წმინდა მეფის მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების გამო ის თამაად შეიძლება დავაყენოთ საქართველოს დიდი მეფეების გვერდით. 826 წლის დასაწყისში, როდესაც აშოტი არაბთა წინააღმდეგ ერთ-ერთი ბრძოლისათვის ემზადებოდა, იგი ვერაგულად მოკლეს. მისი შთამომავლები კი საქართველოს საუკუნეების განმავლობაში განაგებდნენ.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















