Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის იუბილე

09/02/2012

სრულიად საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქმა, ილია II-ემ 2005 წლის 8 თებერვალს სულიერების, კულტურისა და მეცნიერების აღორძინებისა და განვითარების  საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა, რომლის  მიზანია საქართველოს სახელმწიფოებრივი აღმშენებლობისთვის ხელშეწყობა, სულიერების, კულტურის, მეცნიერების, ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების აღორძინებისა და განვითარებისთვის ზრუნვა.

ფონდის საქმიანობას პატრიარქის თავმჯდომარეობით წარმართავს მმართველი საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან  ეკლესიის, საზოგადოების, კულტურისა და მეცნიერების გამოჩენილი მოღვაწეები.

დაფუძნებიდან დღემდე ფონდის დაფინანსებითა და მხარდაჭერით მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, მათ შორის: ანტინარკოტიკული პროგრამა, რომლის ფარგლებშიც  ჩატარდა ნარკომანიის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების კვლევა; შეიქმნა საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ანტინარკოტიკული ცენტრი (2006 – 2007 წ); თბილისის თაბორის მთაზე მდებარე “ფერიცვალებისა” და მარტყოფის “ყოველთა წმიდათას” მონასტრების დახმარებით დაარსდა ქიმიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა ნარკოლოგიური ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრები.

2006 წლიდან ტარდება ყოველწლიური საერთაშორისო ფესტივალი “აღდგომიდან ამაღლებამდე”, რომელიც  მიზნად ისახავს  კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციას.

შეიქმნა დემოგრაფიული განვითარების კონცეფცია  და ჩატარდა კვლევა დემოგრაფიული პოლიტიკის ეფექტიანი პროპაგანდისთვის და სხვა მრავალი პროექტი.

ამჟამად ფონდი ახორციელებს: ყოველკვირეულ პროექტს – ,,ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან“, რომლის ფარგლრბშიც ეწყობა მეცნიერების, კულტურისა და ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლებისა რეგულარული შეხვედრები თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის  სტუდენტებთან; მათთვის საინტერესო თემებსა და პრობლემებზე საუბრებისა და დისკუსიების ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით 2011 წელს ფონდმა რამდენიმე მარათონი გამართა , რომელშიც მონაწილეობა სხვადასხვა ასაკის მოსწავლე-ახალგაზრდამ მიიღო; პროექტს “ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული,” რომლის ფარგლებშიც კვირაში ერთხელ ბავშვთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა იმართება, რომელშიც თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის უმცროსკლასელები მონაწილეობენ.  საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა, სათამაშოები და სხვა ნივთები გადაეცემა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფს.

პატრიარქის ფონდის საქმიანობაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად მისი რელიგიური თუ ეროვნული კუთვნილებისა. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოს მოსახლეობის ფინანსური მხარდაჭერა, რომელთაც ფონდისათვის გამოყოფილი საქველმოქმედო სატელეფონო ნომრის - 160-01-ის მეშვეობით საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ ფონდის შემოსავლების ფორმირებაში. მათი აქტიურობა მიუთითებს იმაზე, რომ ფონდისადმი ნდობა დიდია. ფონდს, ასევე, ფინანსურ მხარდაჭერას უწევენ ქართველი და უცხოელი მეცენატები, მაგრამ საქართველოს მოსახლეობის თანამონაწილეობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced