სიახლეები
უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან დაბრუნდა
05/02/2012
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გერმანიიდან დაბრუნდა. როგორც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის პირადმა ექიმმა აღნიშნა ბერლინის კლინიკაში გეგმიურმა პროფილაქტიკურმა გამოკვლევებმა წარმატებით ჩაიარა.
კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში ყოფნისას ქართულ სათვისტომოს წარმომადგენლებსაც შეხვდა.
საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში წიმიდა სინოდის წევრები, სხვა სასულიერო პირები და მრევლი დახვდა. აეროპორტიდან საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყობელი ყოველადწმინდა სამების საპატრიარქო დაძარში მიბრძანდა, უწმინდესმა და უნეტარესმა შეკრებილი მრევლი დალოცა და მათ ლოცვითი შემწეობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა ხვალ ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საკვირაო წირვა დილის 10 საათზე დაიწყება და მას თავად საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავარი აღავლენს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიაში, კერძოდ კი ბერლინში 22 იანვარს, გეგმიური პროფილაქტიკური სამედიცინო გამოკვლევებისთვის გაემგზავრა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















