Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Gabriel Kikodze

გამოფენა

29/01/2012

მას იცნობდნენ, როგორც იმერთის ეპარქიის ეპისკოპოსს, იცნობდნენ, როგორც წერა–კითხვის გამავრცელებელთა საზოგადების ერთ–ერთ აქტიურ წევრს და ავტოკეფალიის აღსადგენად თავდადებულ მოღვწეს, იცოდნენ მისი კეთილი საქმეებიც - უმრავი აღდგენილი ტაძარი, მოქცეული სხვა რჯულის ადამიანები, დაპურებული და დაბინავებული გაჭირვებულები, ხედავდნენ მისი ინიციატივით დაარსებულ სამრევლო სკოლებს და აღდგენილ საეკლესიო გალობის კომიტეტს, ეცნობოდნენ მის სამეცნიერო და პუბლიცისტურ ნაშორმებს და დღესასწაულიდან დღესასწაულამდე ელოდებოდნენ წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის ქადაგებებს. მისი სამეცნიერო ნაშრომები და ქადაგებები 21–საუკუნეშიც საგულისხმოა, ამიტომ ეროვნულმა არქივმა თავისი უკვე ორწლიანი პროექტის ფარგლებში, რომელიც სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეებისა და მეცნიერების პირადი მასალების მიმოხილვას გულისხმობს, ამჯერად წმინდანის ფონდი გამოფინა. ეროვნულ აქრივში წმინდა მღვდელმთავარ გაბრიელ ქიქოძის პირად ფონდში 40 ხელნაწერია დაცული. ეს მასალები არქივს 1963 წელს მიხეილ ქიქოძემ გადასცა. საცავში ინახება წმინდანის ქადაგებანი, რომელებიც მას წმინდა ნინოსა და დავით გარეჯის ხსენების დღეს წარმოუთქვამს. აქვეა საზოგადო მოღვაწის მელიტონ კელენჯერიძის მიერ შეგროვებული წმინდანის მოღვაწეობასთან დაკავშირებული მასალები და კითხვარი, სადაც კელენძერიძეს სასეულიერო და საერო პირებისთვის უთხოვნია წმინდა მღვდელმთავარის მოღვაწეობაზე საუკთარი აზრი გამოეთქვათ. არქივი ინახავს წმინდა გერონტი ქიქოძის პირად მიმოწერასაც იაკობ გოგებაშვილთან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced