Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarchate

წმიდა მატრონას პურის შესახებ

26/01/2012

ბოლო დროს საქართველოში წმიდა მატრონას სახელობის მონასტრის სახელით იყიდება ცომი (ან პური). საქართველოს საპატრიარქო მოსახლეობას აფრთხილებს, გამოიჩინოს სიფხიზლე და არ მიიღოს ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეული.

საქართველოს საპატრიარქო:

“როგორც შეგვატყობინეს, საქართველოს ტერიტორიაზე (უმეტესად თბილისში) ვრცელდება ცომი (ან პური, თავისი გამოცხობის თანდართული რეცეპტით) თითქოსდა წმიდა მატრონას სახელობის მონასტრიდან. წმიდა მატრონას სავანე თავის ოფიციალურ საიტზე მორწმუნეებს აფრთხილებს, რომ ეს სიცრუეა და ამ ცომსა და პურთან მონასტერს არავითარი კავშირი არ აქვს - www.pokrov-monastir.ru.

გთხოვთ, გამოიჩინოთ სიფხიზლე და ნუმიიღებთ ამ საეჭვო წარმომავლობის ცომეულს; ასევე გააფრთხილეთ სხვებიც.”

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced