Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


atonis mtis berebi

საქართველოს ათონის წმინდა მთის ბერების ჯგუფი ეწვია

20/02/2011

დღეს, 17 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას მეგობრული ვიზიტით ათონის წმინდა მთის ბერების ჯგუფი ეწვია. სტუმრებს შორის არიან: ვატოპედის მონასტრს წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი (კოცოუვატოპაიდინოსი) და ამავე მონასტრის საძმოს წევრები _ ბერი ტრიფონი (კელაპტრიშვილი), ბერი თეოდოხოსი (ლაშა მრელაშვილი), ბერი ნექტარიოსი (მახარე გელაშვილი) და ბერი ნოკოდიმოსი (ანდრეას დიმიტრიოუ); მათ თან ახლავთ ორი საერო პირი: ქრისტოს ჰაჯისპიროუ და ქრისტოს ანდრონისი.

დღეს, საღამოს 7 საათზე, ათონელი ბერების დელეგაცია საპატრიარქო რეზიდენციაში მიიღო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ. შეხვედრას ესწრებოდნენ: საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდ-ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი), საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი, დეკანოზი დავით შარაშენიძე, სხვა ოფიციალური პირნი. შეხვედრამ თბილ და მეგობრულ ატმოსფეროში ჩაიარა.

შეხვედრაზე იგალობეს და ქართული სიმღერები შეასრულეს სიონის საპატრიარქო ტაძრის ვაჟ მგალობელთა გუნდის წევრებმა. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სტუმრებს საპატრიარქოში არსებული სიწმინდეები დაათვალიერებინა. არქიმანდრიტმა ეფრემმა კათოლიკოს-პატრიარქს ვატოპედის ისტორიის ამსახველი ალბომი უსახსოვრა.

ხვალ, 18 თებერვალს დილის 9 საათზე ათონელები ბერები სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ; 13.00 სთ-ზე კი სტუმრები თბილისის სასულიერო სემინარია-აკადემიას ეწვევიან და სტუდენტებს შეხვდებიან. 20 თებერვალს ათონელი ბერების დელეგაცია ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში სრულიად კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად თანამსახურებით აღავლენენ საღმრთო ლიტურგიას.

ათონელი ბერები საქართველოში 10 დღეს დაჰყოფენ და ჩვენს სიწმინდეებს მოილოცებენ.

ათონის მთის მონასტრის წინამძღვარმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სასწაულმოქმედი ხატის ასლი უსახსოვრა

ათონის მთის მონასტრის წინამძღვარმა, არქიმანდრიტმა ეფრემმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ათონის მონასტრის შვიდი სასწაულმოქმედი ხატიდან ერთის, ღვთისმშობლის მანუგეშებელი ხატის ასლი უსახსოვრა.

"გიბოძებთ ამ ხატს, რათა გაიხსენოთ ათონელი მამების სიყვარული თქვენდამი და ქართველი ერისადმი", - მიმართა არქიმანდრიტმა ეფრემმა უწმინდესს. მისივე თქმით, გაოცებულია პატრიარქისადმი ქართველების სიყვარულით. "ჩვენ ყოველთვის გულთან ახლოს მიგვაქვს ქართული სამწყსოს გულისტკივილი. პირველი, რასაც ჩვენთან ჩამოსული ქართველები გვთხოვენ, არის – ილოცეთ ჩვენი პატრიარქისთვის.

ჩვენ გვესმის, რომ უწმინდესი არის წონასწორობის გარანტი როგორც საზოგადოებრივ, ისე პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში", - ბრძანა არქიმანდრიტმა ეფრემმა და დასძინა, რომ ათონის მთის წმინდა მამები ყოველთვის ლოცულობენ ილია მეორისთვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced