Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ilori

ილორის ტაძრის ავთენტურობა დარღვეულია

21/01/2012

აფხაზეთში მდებარე ისტორიული ძეგლის, ილორის წმიდა გიორგის ეკლესიის გადარჩენის შესახებ საქართველოს პარლამენტში დეპუტატები, კულტურის სამინისტროს, ძეგლთა დაცვის დეპარტამენტისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები მსჯელობდნენ. სხდომაზე მომზადებული შესაბამისი მიმართვა, საერთაშორისო ორგანიზაციებს, პირველ რიგში, UNESCO-ს გადაეგზავნება, რათა სასწრაფოდ მოხდეს რეაგირება, ისტორიული ძეგლი განადგურებას გადაურჩეს და შეწყდეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართული განადგურება.

XI საუკუნის ილორის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარზე ჩატარებულმა ე.წ სარეაბილიტაციო სამუშაოებმა ქართული ტრადიციული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი თავისებურებების მოშლა გამოიწვია, ძეგლის ავთენტურობა სრულიად დარღვეულია.

ერთნავიან ბაზილიკურ ეკლესიას ახლა რუსული ხუროთმოძღვრებისთვის დამახასიათებელი ე.წ. ხახვისთავიანი გუმბათი “ამშვენებს”.

გარე ფასადი, მათ შორის აღმოსავლეთ კედელი, სადაც განთავსებულია ქართული დამწერლობით შესრულებული ხუთი ლაპიდარული წარწერა თეთრად არის გადაღებილი, თაღები კი წითლადაა შეღებილი. შედეგად გამქრალია კტიტორების, აქ მოღვაწე საეკლესიო პირებისა და მლოცველების შესახებ ინფორმაცია.

ტაძრის გარეთა ფასადთან ერთად შეშეთრებულია ფრესკების ის მცირე ნაწილიც, რომელიც ტაძარში ჯერ კიდევ შემორჩენილი გახლდათ. ტაძარში მეტალო-პლასტმასის ფანჯრები და კონდიცირების სისტემაა დამონტაჟებული.

ილორის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესია – დასავლეთ საქართველოს ერთ–ერთი უმინიშვნელოვანესი სიწმინდე და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მტრების შემოსევებისას სხვადასხვა დროს რამდენჯერმე განადგურდა. XVII ს-ში ტაძარი ლევან მეორე დადიანმა შეაკეთა, იმავე პერიოდში ეკლესია ოსმალებმა გადაწვეს, XIX საუკუნეში ტაძარს რესტავრაცია ოდიშის მთავრებმა გაუკეთეს.

ტაძარში საუკუნეების განმავლობაში წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე აღევლინებოდა. ღვთისმსახურება აქ 90-იანი წლებიდან აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ შეწყდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced