სიახლეები
წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი
18/01/2012
ზუსტად 49 წელი იყო გასული მას შემდეგ რაც ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში საკუთარ ბინაში თითქმის ყველასაგან მიტოვებული გარდაიცვალა და კიდევ უფრო მეტი იმ დროიდან, როდესაც იგი ქართულ საგანძურთან ერთად თბილისში დაბრუნდა, როდესაც ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა წმინდანად შერაცხა და ღვთისკაცი უწოდა. მისი ხსენების დღეს 16 იანვარს დაწესდა.
ღვაწლი და შრომა, რომელიც მან ქართული ეკლესიისა და საგანძურის გადასარჩეად გასწია მხოლოდ შემდეგმა თაობებმა დააფასეს. ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, ეპიგრაფია, ნუმიზმატიკა, ფილოლოგია, ფოლკლორისტიკა, ლინგვისტიკა, ხელოვნების ისტორია - არ დარჩენილა საქართველოს ისტორიასთან დაკავშირებული სფერო, რითაც წმინდა ექვთიმე არ დაინტერესებულა. პეტერბურგის უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოში ჩამოსული წმინდა ექვთიმე ქართული ეკლესია–მონასტრების მოსანახულებლად და საძველეების მოძიებისა და გარადჩენის მიზნით მრავალ ექსპედიციას აწყობს. 1907 წელს კი იგი საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას აარსებს. ამ საქმეში მის გვერდით ქართული საზოგადოების საუკეთესო წარმომადგენლები და საეკლესიო მოღვაწეები იდგნენ. ორგანიზაცის წევრები წმინდა ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად წმინდანები პოლიევექტოს და ვასილ კარბელაშვილები, წმინდა ამბროსი ხელაია, კალისტრატე ცინცაძე და კორნელი კეკელიძე იყვნენ. მან უამრავი უძვირფასესი ფრესკა გადმოიღო ეკელსია მონასტრების კედლებიდან, მუზეუმს გადასცა და ამით გადაარჩინა, სიძველების მოძიებისა და შესწავლის პარალელურად წმინდა ექვთიმე ღვთსიკაცი ყოველთვის ახერხებდა ძველი ხელნაწერების გამოცემას და ამ ფორმით საზოგადოებისთვის გაცნობას. წმინდა ექვთიმე აქტიურად იყო ჩართული საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის საქმეში. მას ვხედავთ უნივერსიტეტის დაარსების თაოსანთა რიგებშიც. თბილისის მუზეუმების ძვირფასეულობა, ოქრო–ვერცხლი, ხატები, თვალმარგალიტით შემკული სიწმინდეები, ძვირფასი ხელნაწერები, დადიანების სასახლის, გელათის და მარტვილის მონასტრების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის ეკლესიების განძს, რომელიც 1921 წელს ემიგრაციაში წასულმა მთავრობამ თან წაიღო და მარსელის ბანკში ინახებოდა საქართველოდან შორს ისევ წმინდა ექვთიმე თაყაიშვილი მეურვეობდა. რამდენიმე ადამიანი და სახელმწიფო ცდილობდა ეს სიმდიდრე ხელში ჩაეგდო თუმცა, ბოლოს ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. საქართველომ თავისი განძი 1945 წელს დაიბრუნა. წმინდანს თავდაპირველად თითქოს დაუფასდა ეს ღვაწლი. იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორად დაინიშნა და აირჩიეს მცნიერების აკადემიის აკადემიკოსად, თუმცა მალევე მის მშობლიურ უნივერსიტეტში მისთვის ადგილი აღარ აღმოჩნდა. იგი 1953 წელს გარდაიცვალა და იმ ადამიანის პროცესიას, რომელმაც საქართველოს ეროვნული საგანძური შემოუნახა მხოლოდ ორმოცანდე ადამიანი მიჰყვებოდა, მაგრამ ის, რასაც მისი თანამედროვეები ვერ ხედავდნენ მომავალმა თაობებმა დაინახეს და დააფასეს კიდეც. სულ რამდენიმე თვეა დაბა კიკეთში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქმა მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ დაბა კიკეთში ტაძრი აკურთხა. კათოლიკოს–პატრიარქმა მის მაშენებლებს თავიდანვე კურთხევა მისცათ იგი ექვთიმე ღვთისკაცის სახელზე აგებულიყო. მას შემდეგ რაც წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი წმინდანად შეირაცხა დაიწერა მისი სახელობის ხატები და შეიქმნა ტროპარი, საქართველოში წმინდანის სახელზე ნაკურთხი უკვე ორი ტაძარია, იმ სახლში კი სადაც წმინდა ექვთიე თაყაიშვილმა თავის ცხოვრების უკანასკნელი წლები გაატარა მუზეუმია გასნილი, ქართული საგანძურის დამცველისა და შემნახავის ხსოვნას ახალ მომავალი თაობები იცავენ და უფრთხილდებიან.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















