Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Shatili

ხევსურულ საღამო

10/01/2012

სოფელ ჩარგლისა და ბარისახოს ახალგაზრდობა უკვე მეოთხე წელია ასეთი საღამოებით ცდილობს საკუთარი კუთხის კულტურას პოპულარიზაცია გაუწიოს. 50-მდე ახალგაზრდა დღესაც მთიდან სწორედ ამ მიზნისთვის ჩამოვიდა და შერატონ მეტეხი პალასში შეკრებილ სტუმრებს საკუთარი შემოქმედებით შობა-ახალი წელი მიულოცა. ღონისძიება ჩარგლისა და ბარისახოს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურის, დეკანოზ იოესბ გაჩავას ორგანიზებით გაიმართა.

ხევსურულ საღამოზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე წმინდა სინოდის წევრებთან ერთად მიბრძანდა. მონაწილეებმა საქართველოს ეკლესიის მეთაურს დაბადებიდან 79, აღსაყდრებიდან კი 34 წელი მიულოცეს. ფშავისა და ხევსურეთის ანსამბლებთან ერთად კონცეტრში მონაწილეობა სხვადასხვა მუსიკალურმა ჯგუფებმა და მომღერლებმაც მიიღეს.

მაღალი პოლიგრაფიული ხარისხის ჟურნალი ‘’ფშავ-ხევსურეთი’’ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთცევით გამოიცა. ეს ახალი პერიოდული გამოცემა ფშავ-ხევსურეთის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს, მასში მრავლადაა ცნობები იმ სასულიერო თუ საერო პირების შესაებ, რომლებმაც ამ კუთხის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.  როგორც საღამოს ორგანიზატროემბა აღნიშნეს, მალე ბარისახოში მწერალ გურამ რჩეულიშვილის სახელობის დარბაზიც გაიხსნება და იქაური მოსახლეობა მთაში ჩასულ სტურმებს, მსგავსი სახის საღამოებით სწორედ იმ დარბაზში გაუმასპინძლდება. საღამო თემქის მეხუთე კლინიკური საავადმყოფოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced