სიახლეები
მალე სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სულიერებისა და კულტურის ცენრტი აშენდება
24/02/2011
მალე სამების საპატრიარქო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე სულიერებისა და კულტურის ცენრტი აშენდება. გრანდიოზულ პროექტში,რომლის ავტორიც კობა კობალაძე უამრავი სასულიერო და საერო პირია ჩართული.
ახალ პროექტთან დაკავშირებით დღეს სასტუმრო რედისონში აქცია-ვახშამი გაიმართა,რომელზეც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიაქი მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე მობრძანდა. საღამოს პრემიერ-მინისტრი და ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
კათოლიკოს-პატრიარქმა საკუთარ გამოსვლაში ცენტრის მშენებლობის უდიდეს მნიშვნელობაზე ისაუბრა. სულიერებისა და კულტურის ცენტრი სამების საპატრიარქო ტაძრის ჩრდილო აღმოსავლეთით 6630 კვადრატულ კილომეტრზე განთავსდება.. სამსართულიან შენობაში მუზეუმი, კათოლიკოს-პატრიარქის რეზიდენცია, ბერების სენაკები და სხვადასხვა სახელოსნო მოეწყობა. მუზეუმში წლების მანძილზე სხვადასხვა დროს საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლისთვის ნაჩუქარ ნივთებს უკვე როგორც უძვირფასეს ექსპონატებს ისე გამოფენენ. საპატრიარქო რეზიდენცია მთლიანი ნაგეგობისგან გამოყოფილი იქნება. გაუკეთდება დამოუკიდებელი შესასვლელი და ექნება ეზოც.
დღეს საღამოს წარმოდგენილი მაკეტი სულიერების და კულტურის ცენტრის ბოლო ვერსია არაა და ის კიდევ უფრო დაიხვაწება, უახლოეს მომავალში კი მშენებლობაც დაიწყება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















