სიახლეები
საშობაო ალილო
07/01/2012
დღეს ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულია, რასაც სიხარულით ელოდა მართლმადიდებელი მრევლი. საქართველოში შობას თან სდევს ალილოს უმნიშვნელოვანესი ტრადიცია.
საშობაო ალილო 7 იანვარს 14:00 საათზე ვარდების (ყოფილი რესპუბლიკის) მოედნიდან თეატრალიზებული მსვლელობით დაიწყება. გაივლის რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანს, ბარათაშვილის ხიდს და ბოლოს სამების საკათედრო ტაძარში დასრულდება, სადაც საზეიმო პარაკლისი აღევლინება.
ალილოზე მოგროვილი სურსათ-სანოვაგე, მზრუნველობამოკლებულ, უნარშეზღუდულ ბავშვთა სახლებსა და მოხუცებულთა თავშესაფარში განაწილდება.
ალილო შობის დღესასწაულის ქართული ტრადიციაა. ის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა–კურთხევით უკვე მეთორმეტე წელია გრანდიოზული მსვლელობით აღინიშნება. მასში მონაწილეობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
საქართველოში მოქმედ რელიგიათა ხელმძღვანელებმა ტოლერანტობის დღეს საქართველოს პატრიარქს თანადგომა გამოუცხადეს


















