Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


St Anastasiya

წმინდა მოწამენი

05/01/2012

საქართველოს მართლმადიდებელი, წმინდა სამოციქულო ეკლესია დღეს წმინდა დიდმოწამე ანასტასიას და წმინდა მოწამეებს: ქრისოგონის, თეოდოტიას, ებოდისდა ევტიქიანეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

წმინდა დიდმოწამე ანასტასია დიოკლეტიანეს მიერ 284-305 წლებში ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ეწამა. ანასტასიას მამა წარმართი იყო, დედა კი - ფარული ქრისტიანი, მშობლებმა ყრმა ანასტასია აღსაზრდელად ერთ ცნობილ ბრძენ კაცს სახელად ქრისოგონს მიაბარეს, სწორედ მან ჩაუნერგა წმინდანს გულში ქრისტიანული სარწმუნოების სიყვარული. ანასტასიას დედა ადრე გარდაეცვალა, მამამ კი, საკუთარი ნების წინააღმდეგ მდიდარ, მაგრამ ურჯულო და სასტიკ რომაელ- პომპლიუსს მიათხოვა. წმინდანი ხშირად ღარიბულად ჩაცმული, მოახლის თანხლებით აკითხავდა დიოკლეტიანეს მიერ, საბყრობილეში გამოკეტილ ქრისტიანებს და მათთვის საჭმელი მიჰქონდა. როდესაც მოახლემ ანასტასიას ამ ქმედების შესახებ მის ქმარს აუწყა, პომპლეუსი ძალიან განრისხდა და ანასტასია სახლში გამოკეტა. მაშინ ანასტასიამ ფარულად წერილი გაუგზავნა ქრისტიანობისთვის საპყრობილეში გამომწყვდეულ თავის აღმზედელს - ქრისოგონს და ლოცვითი შეწევნა სთხოვა. ქრისოგონმა გაამხნევა წმინდანი და თან უწინასწარმეტყველა, რომ მალე მისი მეუღლე დაიღუპებოდა. მართლაც, რამდენიმე ხანში, სპარსეთში მიმავალი პომპლეუსი ზღვაში დაიხრჩო. დაქვრივების შემდეგ წმინდა ანასტასია გლახაკებს ქონებას უხვად ურიგებდა. იმ პერიოდში დიოკლეტიანემ ბრძანება გასცა რომ ის ციხეებში გამოკეტილი ყველა ქრისტინი ერთ ღამეში ამოეწყვიტათ, ქრისოგონი კი -მასთან, აკვილეაში გაეგზავნათ. როდესაც ქრისოგონი იმპერატორთან მიიყვანეს, დიოკლეტიანემ დაკითხა და მის გადაბირებას შეეცადა, მაგრამ რომ ვერ მოახრეხა, ბრძანა თავი მოეკვეთათ მისთვის და ზღვაში გადაეგდოთ. მოწამის მოკვეთილი თავი და სხეული ტალღებმა გარიყა, საღვთო ჩვენებით წმინდანის ხსეულს მღვდელმა ზოილმა მიაკვლია, კიდობანში ჩაასვენა და პატივით დაკრძალა. ანასტასიას კი, ერთ კეთილ მსახურ ქვრივ თეოდიტიასთან ერთად წარმართებმა დევნა დაუწყეს. როდესაც უღმრთოებმა დიოკლეტიანეს ბრძანებით ყველა ქრისტიანი ტყვე ამოხოცეს, ნეტარი დედა ერთ-ერთ საპყრობილეში მივიდა და ხმამაღლა ატირდა. ციხის მცველებმა წმინდანი შეიპყრეს და ოლქის მმარეთველ, ქურუმ ულპიანეს მიჰგვარეს. მზაკვარმა ქურუმმა ერთ მხარეს ოქრო, ძვირფასი თვლები და სამოსელი დაუწყო, მეორე მხარეს კი- წამების საშინელი იარაღები. ქრისტეს სასძლომ წამების იარაღები არჩია. ანასტასიას მშვენიერებით მოხიბლულმა ქურუმმა გადაწყვიტა, ძალა ეხმარა მასზე, მაგრამ როგორც კი ნეტარისთვის ხელის შეხება დააპირა, დაბრმავდა. ტკივილისაგან გონებადაკარგული ეშმაკის მსახური წარმართული ტაძრისკენ გაიქცა, რომ კერპებისგან გამოეთხოვა შეწევნა, მაგრამ გზაში დაეცა და სული განუტევა. წმიდა ანასტასია განთავისუფლდა და თეოდოტიასთან ერთად კვლავ ტანჯულ ქრისტიანთა მსახურებას მიეცა. მალე წმიდა თეოდოტია და მისი სამი ძე მოწამეობრივად აღესრულა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced