Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


ag

მოროგი შეხვედრა ახალგაზრდობასთან

04/04/2011

მოროგი შეხვედრა ახალგაზრდობასთან-საუბარს წარმართავს გამოჩენილი მომღერალი და პედაგოგი,საქართველოს სახალხო არტისტი ნოდარ ანდღულაძე

5 აპრილს, 18:30 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდის ოფისში
დასწრების სურვილის შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ შეტყობინება ან დაგვირეკოთ ტელეფონზე: 984976 (რუსთაველის გამზ.21


ნოდარ ანდღულაძე

გამოჩენილი მომღერალი და პედაგოგი საქართველოს სახალხო არტისტი, დ.ანდღულაძის სახელობის ქართული ვოკალური კულტურის ფონდის პრეზიდენტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, doctor honoris causa ნოდარ ანდღულაძე სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სოლოს სიმღერის კათედრის გამგეა.
მისი მუსიკალური ნიჭი მძლავრი გენეტიკური ენერგიითაა ნასაზრდოები: იგი დაიბადა შესანიშნავი მუსიკოსის - გამოჩენილი მომღერლის, საქართველოს სახალხო არტისტის დავით ანდღულაძის ოჯახში. ნ.ანდღულაძის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ: რუსეთში, ბალტიისპირეთში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, კანადაში, ჩეხეთში,, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთში, თურქეთში და სხვ. სცენაზე მოღვაწეობის 40 წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა საოპერო თეატრში შესრულებული აქვს ტენორის წამყვანი პარტიები: დიდი თეატრი (რუსეთი), სანკტ-პეტერბურგის მარინის, ლაიპციგის და ვაიმარის საოპერო თეატრები. 1968-1969 წწ იგი იყო ბერლინის ოპერა კომიშეს სოლისტი. აქვს სტუდიური, რადიო და სატელევიზიო ჩანაწერები.
ნ.ანდღულაძე აქტიურ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა თბილისის სახ. კონსერვატორიაში 1968 წლიდან. მან არა ერთი სახელგანთქმული მომღერალი გაუზარდა ქართულ საშემსრულებლო ხელოვნებას. მათ შორის: ზურაბ სოტკილავა, ცისანა ტატიშვილი, ლადო ათანელი, ნუგზარ გამგებელი, მედეა ნამორაძე, ლიზა მარტიროსიანი, მიშელინა ქობალიანი, ზაზა ზაალიშვილი, თემურ გუგუშვილი, გიორგი ონიანი; რამაზ ჩიკვილაძე. აღზრდილთა შორის არიან აგრეთვე კონსერვატორიის პროფესორები: გოჩა ბეჟუაშვილი, გულიკო კარიაული. ნ.ანდღულაძე რეგულარულად ატარებს მასტერკლასებს იტალიაში (მილანი, 1993, 1998), რუსეთში (მოსკოვი 1963 – 2004 წწ; სანკტ-პეტერბურგი 1976-1996 წწ;), უკრაინაში, სასომხეთში, აზერბაიჯანში და სხვ.
ნ.ანდღულაძეს ხშირად იწვევნ ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსების ჟიურის წევრად (1972 წლიდან); იგი არის დ.ანდღულაძის სახელობის ტენორთა I საერთაშორისო კონკურსის ორგანიზატორი (I კონკურსი - 1996 წ)
ნ.ანდღულაძე მთელი რიგი სამეცნიერო შრომების და მონოგრაფიების ავტორია. მათ შორისაა Homo cantor (ქართულ და რუსულ ენებზე თბ 1997; მოსკოვი 2003);
ნოდარ ანდღულაძე არის აგრეთვე: ზ.ფალიაშვილის პრემიის ლაურეატი; ირინა არხიპოვას ფონდის ოქროს მედლის ლაურეატი (რუსეთი); ენრიკო კარუზოს მუზეუმის ასოციაციის წევრი (კარუზოს შემსწავლელი ცენტრი მილანი); საქართველოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; პედაგოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; ღირსების ორდენის კავალერი; თბილისის ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის კონსულტანტი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced