Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ilia II

პატრიარქის 79-წლის იუბილე

04/01/2012

დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია II-ის დაბადების დღეა. პატრიარქს 79 წელი შეუსრულდა.

ამასთან დაკავშირებით, გრიბოედოვის სახელობის თეატრში ფონდ "იავნანას" ორგანიზებით და "თიბისიბანკის" მხარდაჭერით, პატრიარქის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება. პირველად, ქართული საოპერო ხელოვნების ისტორიაში, საკონცერტო შესრულებით ჯუზეპე ვერდის ოპერა "ბედისძალა" იქნება წარმოდგენილი. საქველმოქმედო საღამოს კათოლიკოს-პატრიარქი დაესწრება. საღამოს დასასრულს, ბინის გასაღები დიასამიძეების 8-შვილიან ოჯახს გადაეცემა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა. 1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ესაშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო. 1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ III-ის ლოცვა-კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით. 1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, ეფრემ მეორის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 1967 წელს კი ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაჰყო.

საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის, დავით V-ს გარდაცვალების შემდეგ, 1977 წლის 23 დეკემბერს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა. პატრიარქს სახელი ილია II მიეკუთვნა. ილია I საქართველოს ეკლესიას 1600 წლისწინ, 390-400 წწ. მართავდა.

ბოლო 34 წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი 42-მდე გაიზარდა, რამდენიმე ათეული ეკლესია-მონასტერი შეიქმნა. მოხდა ახალი წმინდანების კანონიზირება. აშენდა საქართველოში ყველაზე დიდი ეკლესია - წმ. სამების სახელობის საკათედრო ტაძარი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced