Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ილია მეორე – საახალწლო მილოცვა

02/01/2012

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის საახალწლო მილოცვა:

ღვთის წყალობითა და ლოცვა–კურთხევით დაგვიდგა ახალი წელი, რომელიც მუდამ საიდუმლოებებითაა მოცული. ჩვენ არ ვიცით, რა მოგველის ახალ წელს. ყოველ შემთხვევაში, ვევედრებით უფალს მოგვანიჭოს ბედნიერება, მშვიდობა, სიხარული. ხშირად არ ვიცით, თუ როგორ უნდა მივიდეთ ამ ბედნიერებამდე. უპირველეს ყოვლისა, ვისაც სურს იყოს ბედნიერი, პატივი უნდა სცეს მამასა და დედას, მშობლებს, უფროსებს, დათესოს სიკეთე და ის ათმაგად, ასმაგად დაუბრუნდება თვითონ იმ ადამიანს.

უფალი ბრძანებს: ითხოვდით და მოგეცეს თქვენ, ეძიებდეთ და ჰპოვებდეთ, ირეკდით და განგეღოთ თქვენ. ვთხოვოთ უფალს, მშვიდობა და ბედნიერება. ბედნიერებისთვის არის დაბადებული ადამიანი. ღმერთი მოწყალეა. ნუ შევუშინდებით იმ განსაცდელს, რომელიც შეგხვდებათ, ეს განსაცდელი წავა და ბედნიერება, მშვიდობა მოვა.

გილოცავთ ახალ წელს! ყველა ავდგეთ ფეხზე და მოვისმინოთ დალოცვის ლოცვა:

“კურთხევა უფლისა თქვენზედა, მისითა მადლითა და კაცთმოყვარებითა, ყოვლადვე, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!”

31 დეკემბერი, 2011 წელი

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced