Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Children

ტკბილეული შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს

31/12/2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აბხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. საქართველოს ეკლეესიის მეთაურმა პატარებს ტკბილეული გაუგზავნა. საახალწლო ნობათი ბავშვებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ჟვანიამ მიუტანა. ლაშა ჟვანია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების მშობლებს შეხვდა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

არასამთავრობო ორგანიზაცია - „მზრუნველი მშობლები - ინვალიდი ბავშვები“ 70-მდე წევრს აერთიანებს და უკვე ერთი წელია ფუნქციონირებს.

ლაშა ჟვანია - „მისმა უწმინდესობამ ტკბილეული გამოუგზავნა შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოებას, რომ მომავალ წელს, იმ ოჯახებმა, რომელთაც დოვლათიანი და ბარაქიანი წელი ექნებათ ცოტა მეტი ყურადღება გამოხატონ შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების მიმართ. ეს ბავშვები არიან სითბოს გენერატორები.“

ნანა ლეჟავა - „პირველი ჩვენი დახმარება იყო უწმინდესის დალოცვა ჩვენი და ჩვენი ორგანიზაციის. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის გენერალურმა მენეჯერმა ლაშა ჟვანიამ გულთან მიიტანა ჩვენი ეს მდგომარეობა და საკმაო დახმარება გაგვიწია.“

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced