Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

მილოცვა პატრიარქისადმი

30/12/2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის აღსაყდრებიდან 34-ე წელს, სამების საკათედრო ტაძარში პატრიარქის ლოცვა-კურთხევითა და მღვდელმთავართა სახელით, პატრიარქს ბოლნისის ეპარქიის ეპისკოპოსმა ეფრემმა (გამრეკელიძე) მიმართა:

“უწმიდესობავ და უნეტარესობავ, ჩვენო საყვარელო პატრიარქო! საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სახელით მაქვს პატივი, მოგილოცოთ ეს მნიშვნელოვანი დღე, თქვენი მამამთავრობის 34-ე წლისთავი და გისურვოთ დღეგრძელობა, სიკეთე და სიუხვე. უფალმა ინებოს თქვენი მამამთავრობით სრულიად საქართველოს მშვიდობა და გადარჩენა.

მადლობა უფალს და გმადლობთ, უწმიდესო. მადლობა ყოვლად წმიდა სამებას, რომელმაც სწორედ 34 წლის წინ წარმოუგზავნა თქვენი თავი სრულიად საქართველოს. მახსენდება წმიდა წერილის სიტყვები: “და აღვამაღლო რჩეული ერისაგან ჩემისა”. სწორედ ეს სიტყვები აღსრულდა სრულიად საქართველოზე. არიან მრავალნი დამსწრეთაგან, რომელთაც ძალიან კარგად ახსოვთ დღე 1977 წლის 25 დეკემბრისა. სავსე სვეტიცხოველი, რომელიც ვერ იტევდა იმ სიხარულს, იმ განცდას, რაც გააჩნდა იმ დროს სრულიად საქართველოს. შეუძლებელია ადამიანმა ენით წარმოაჩინოს ყველა ის ღვაწლი, ყოველი ის სულიერი გმირობა, თქვენ მიერ გადადგმული ნებისმიერი ღირსეული ნაბიჯი, რომელიც განვლეთ ხანგრძლივი დროის განმავლობაში. მე არც სიტყვა მეყოფადა არც ნიჭი ამის სათქმელად, ტომები იწერება, თუმცა ეს ღვაწლი არის ამოუწურავი. თქვენ ხართ ქართველი ერის ჯვრის მტვირთველი. ე.ი. თითოეული ჩვენგანის ჯვარია თქვენზე და როდესაც ჩვენ საკუთარი ნებსითი თუ უნებლიე სისუსტეების გამო ვეცემით, თქვენი მამობრივი მზრუნველობა წამოგვაყენებს და განგვამტკიცებს ხოლმე.

წმიდა სინოდის მღვდელმთავარნი, მთელი სამოციქულო ეკლესია, ბერ-მონაზონთა, სასულიერო პირთა ურიცხვი დასი, ერი, მრევლი – დიდი მადლიერებით თავს გიხრით და თაყვანს სცემს თქვენს სიწმინდეს, თქვენს პიროვნებას, თქვენს სიბრძნეს. რაშია თვენი ძალა? ამ ძალას ჰქვია მადლი ღვთისა, სიყვარული, რომელიც უფალმა უხვად მოგანიჭად. თქვენი უწმიდესი სახელიც ხომ ამაზე მეტყველებს?! ილია – ეს არის ძალა ღვთისა. თქვენ ქართველმა ერმა სიყვარულის პატრიარქი გიწოდათ. სწორედ ამ სიყვარულის დიდი თასიდან გადმოიღვრება ხოლმე ეს საღვთო მადლი. ქართველი ხალხი თქვენდამი დიდი სიხარულით, ერთგვარი ქებითა და დიდი მადლიერებით მოვდივართ. თქვენ თითქოს გვახსენებთ დიდი მეფის დავით წინსწარმეტყველის სიტყვებს: “ეს არა მე, არამედ უფალი მეფობს, არა მე, არამედ ყოვლადწმიდა სამება მამადმთავრობს და იგია ჩვენი წინამძღვრიც, იგია ჩვენი მეგზურიც, მე ვარ მხოლოდ მწყემსი კეთილი, რომელიც უფალმა დამადგინა მწყსად ერისა ჩემისა”.

დღეს სრულიად საქართველო გილოცავთ, ყოვლად უწმიდესო, მაგრამ ყველაზე დიდი საჩუქარი ისევ თქვენ გაუკეთეთ საკუთარ თავს. ეს არის მართლაც ფასდაუდებელი განძი და წყალობა ღვთისა. ხატი, რომელსაც თქვენ საქართველოს იმედი უწოდეთ. ეს არის უდიდესი ჯილდო არა მარტო თქვენი, არამედ სრულიად საქართველოსი და დღეს თქვენ დააჯილდოვეთ ქართველი ერი, მოამზადეთ სრულიად საქართველო იმისათვის, რომ ქართველერს, ქართველ ადამიანს მიეღწია თავისი სულიერებით იქამდე, რომ ასეთი ხატი შექმნილიყო საქართველოში. დიდება და მადლობა უფალს, თქვენო უწმიდესობავ და უნეტარესობავ, და ვისურვებთ,რომ ნამდვილად თქვენ ირგვლივ კიდევ უფრო მეტი ერთგულებითადა სიყვარულით გავერთიანებულიყავით წმიდა სინოდის მღვდელმთვარნი, მთელი დასი სასულიეროთა. გილოცავთ, იხარეთ ორთავ სოფელთა შინა, ამინ!”

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced