Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Social

წიგნის „მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური” პრევენცია

27/12/2011

2011 წლის 26 დეკემბერს 16.00 სთ-ზე სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თავისუფლების მოედანი 4) გაიმართება IOCC-ს, საქართველოს საპატრიარქოს, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდობა ქვეყნის მომავალია“ და პროექტის ფარგლებში გამოცემული წიგნის „მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური პრევენცია“ პრეზენტაცია.

26.07.11-30.12.11 საპატრიარქოსთანარსებული ფსიქოლოგიური დახმარების და ტრენინგის ცენტრმა ამერიკელი მართლმადიდებლების (IOCC) დაფინანსებით, წარმატებით განახხორციელა მაშტაბური პროექტი, რომლის ფარგლებში თბილისში,  მცხეთა-მთიანეთსა და რუსთავში აღრიცხვაზე მყოფმა 91 ახალგაზრდა პრობაციონერმა (დროებითი სასჯელის მქონე პირი) ფსიქო–სოციალური რეაბილიტაციის კურსი გაიარა, მათი საზოგადოებაში სრულფასოვანი ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით.

სასწავლო პროგრამა მოიცავდა პიროვნული ზრდისა  და ცხოვრებისეული უნარების  განვითარების ხელშეწყობაზე ორიენტირებულ მუშაობას. პროფესორ თეა გოგოტიშვილის ხელმძღვანელობით პრობაციაში მყოფ ახალგაზრდებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგები და სპეციალურად მომზადებული მოძღვრები.

პროექტის ფარგლებში განხორციელებული სამეცნიერო მუშაობის შედეგად ცენტრი პრეზენტაციაზე წარადგენს ახალ წიგნის: „მოზარდთა ანტისოციალური ქცევის სოციალურ-ფსიქოლოგიური” პრევენცია, რომელიც განკუთვნილია პედაგოგების, მშობლების, მოძღვრების, სამართალდამცავების. მოძღვრების, მედიკოსების და სხვა ახალგაზრდა თაობის აღზრდის საკითხებით დაინტერესებულ პირთათვის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced