Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ilia II

აღსაყდრებიდან 34-ე წელს უწინდესსა და უნეტარესს მრავალი ადამიანი ულოცავს

26/12/2011

ეს დღე 1977 წლის 23 დეკემბერი იყო, მაშინ სიონის საპატრიარქო ტაძარში მეთორმეტე საეკლესიო კრებაზე, ფარული კენჭისყრის შემდეგ საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმინდა სინოდმა სრულიად საქართველოს ახალ კათოლიკოს-პატრიარქად ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია ერთხმად აირჩია... ადგილობრივ კრებას ქართველ სასულიერო პირებთან ერთად სპეციალურად ამ დღისთვის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ეს დღე სამუდამოდ ჩაიწერა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოვლენად, რადგან მაშინ ქართველმა ერმა პატრიარქის გვირგვინის ღირსეული გამგრძელებელი აირჩია. იმ წმინდა ადგილას, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, სადაც უდიდესი სიწმინდე უფლის კვართი განისვენებს, საუკუნებიის მანძილზე სრულდებოდა საქართველოს პატრიარქებისა და მეფეების კურთხევა, რომლებიც შემდეგ ქართველ ერს ცხოვრების გზაზე მიუძღოდნენ. 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა- თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ინტრონიზაცია. საქართველოს ეკლესიის წმინდა სიონდმა უწმინდესი და უნეტარესი , მეცხრე საუკუნის ჯვარ-პანაღეით შემოსეს, კათოლიკოს-პატრიარქთა უძველესი ოქროს გვირგვინი კი, რომელიც ქართული ეკლესიის ისტორიის ბრწყინვალე შარავანდედით არის მოცული, კათოლიკოს-პატრიარქს ყოვლად უსამღვდელოესმა მანგლელმა ეპისკოპოსმა გიორგიმ და ალავერდელმა ეპისკოპოსმა გრიგოლმა დაადგეს. მას შემდეგ 34 წელი გავიდა, საქართველოს ეკლესიის მეთაურის საზრუნავს დღემდე როგორც ყოველთვის, მართლმადიდებელი ქრისტიანული საწრმუნოების განმტკიცება და ერის გამთლიანება წარმოადგენს. 1978-1983 წლებში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს პრეზიდენტი იყო, იგი დაჯილდოებულია მსოფლიოს თითქმის ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი. 1988 წელს უწმინდესისა და უნეტარესის თაოსნობით მცხეთის სასულიერო სემინარია თბილისში გადმოვიდა და დაარსდა სასულიერო აკადემია-სემინარია. ასევე ქვეყნის არაერთ კუთხეში გაიხსნა სასულიერო სასწავლებლები. მისი ლოცვა-კურთხევით საუკუნეების შემდეგ კვლავ აღდგა და ფუნქიონირება განაგრძეს გელათის სასულიერო და მეცნიერებათა აკადემიებმა. 1990 წელს მისი დაუღალავი მოღვაწეობით, მსოფლიოს საპატრიარქომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა ოფიციალურად აღიარა, ამავე წლის 4 მარტს, მართლმადიდებლობის დღესასწაულის დღეს, კონსტანტინეპოლის მთავარეპისკოპოსმა და მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლადუწმინდესმა დიმიტრიოსმა საზეიმო ვითარებაში გადასცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოს უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისა და მტკიცების სიგელები. მაშინ საქართველოს ეკლესიის მეთაურმა ამ დღეს ’’ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის საზეიმო და საბოლოო აღიარება" უწოდა. კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ქართულ ენაზე გამოიცა ბიბლია, საღვთისმეტყველო კრებულები და სხვადასხვა პერიოდული გამოცემები, შეიქმნა საპატრიარქოსთან არსებული ხუროთმოძღვრების ცენტრი, ასევე დაარსდა სხვადასხვა სასულიერო თემაზე მომუშავე სამეცნიერო ცენტრები. 34 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად გაიზარდა საქართველოს ეკლესიის ეპარქიათა რიცხვი, აშენდა არაერთი ახალი ეკლესია, მოხდა ახლადშერაცხილი წმინდანების კანონიზირება, აშენდა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარი. გასულ წელს მისი ლოცვა-კურთხევით დაიწყო მახათას მთაზე ივერიის ღვთისმშობლის სახელობის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა. საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელი სითბოს ყველას თანაბრად უნაწილებს . ამის ნათელი მაგალითია საუკუნეების განმავლობაში სამშობლოს მოწყვეტილი ფერეიდნელი და თურქეთში, საინგილოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრებ ქართველებთან აქტიური ურთიერთობა. 

აღსაყდრებიდან 34-ე წელს უწინდესსა და უნეტარესს მრავალი ადამიანი ულოცავს და სხვადასხვა ღონიძიებებით ცდილობს საქართველოს სულიერი მამისადმი სიყვარულისა და პატივისცემის გამოხატვას.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced