Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Hope Of Georgia

ილია მეორე - ხატი "საქართველოს იმედი" სასწაულთმოქმედი იქნება

25/12/2011

ხატი "საქართველოს იმედი" სასწაულთმოქმედი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა დაუნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში, მცირე ქადაგებისას ბრძანა. ტაძარში პატრიარქმა ხატი "საქართველოს იმედი" აკურთხა. უწმინდესმა ბრძანა, რომ ქართველი ერი ამ დღეს დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდა. ხატი "საქართველოს იმედი" სასწაულთმოქმედი იქნება და სიმდაბლით, რწმენითა დაიმედით მლოცველებს შეეწევათ.

ხატს დღესვე, საკურთხევლის მარცხენა მხარეს დააბრძანებენ.

ხატის შექმნას დეკანოზი იაკობ აბაშიძე ხელმძღვანელობდა. ჭედურობა შეასრულეს ბექა ვარდუკაძემ, დავით თევდორაშვილმა, ზაზა საღიანმა და ვიქტორ თოდუამ.

ხატი დღეს საპატრიარქოდან გამოაბრძანეს და სიონის ტაძარში მიაბრძანეს, საიდანაც ლოცვითი მსვლელობით ხატი "საქართველოს იმედი" სამების ტაძარში გადააბრძანეს.

ხატი კარედის სახისაა, სამკარიანია და მასზე გამოსახულია საქართველოს ყველა წმინდანი, იგი მსგავსია ხატისა "საქართველოს დიდება". არის განსხვავებებიც. კერძოდ, ხატის შუა ნაწილში გამოსახულია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ხოლო მის მაღლა ყოვლადწმინდა სამება, ასევე ხატზე "საქართველოს იმედი", წმინდა სიდონია დაჩოქილია კვართით, როდესაც იგი უფალს მეორედ მოსვლისას ეგებება. ხატზე გამოსახულია ჯვრებიც, რომლებშიც ჩაბრძანებულია წმინდა ნაწილები. ხატი მომინანქრებულია ოქროს ფურცლებით.

ამ ხატის შესაქმენლად შემოწირულობა ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სამი წლის განმავლობაში გროვდებოდა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ხატის "საქართველოს იმედი" შექმნის იდეა დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced