Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Ilia II

შეხვედრა

25/12/2011

34 წელი სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტერესის ილია მეორის ინტრონიზაციიდან. მისი მოღვაწობის პერიოდში აღდგენილი უძველესი ტაძრები, ახლადგახსნილი ეკლესიები, მრავალი დაწერილი ხატი და გაცოცხლებული ქართული გალობა, მის მიერ დარსებული აკადემია–სემინარია და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი, საპატრიარქოსთან არსებულ ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში სასულიერო აკადემია–სემინარიის პროფესორ–მასწავლებლები და სტუდენტები სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქს აღსაყდრებიდან 34–ე წლისთავს ულოცავდნენ. ის ადამიანები, რომლებიც სასწავლებელში მისი გახსნიდან მოღვაწეობენ, ახალ თაობას იმ დღის შესახებ უყვებოდნენ, როდესაც სვეტიცხოლის საპატრიარქო ტაძარში საქართველოს ახალი კათოლიკოს–პატრიარქი ეკურთხა.

ეს დრო თავად საქართველოს ეკლესიის მეთაურმაც გაიხსენა. „ეს წლები არ იყო მშვიდობიანი წლები,ეს იყო რთული პერიოდი და საქართველოს ეკლესიამ ბევრი რამ გააკეთა ჩვენი ერისთვის” – ბრძანა კათოლიკოს–პატრირქმა.

სასაულიერო აკადემია-სემინარიის სახელით სასწავლებლის რექტორმა პროტოპრესივტერემა გიორგი ზვიადაძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქს უწმინდესსა და უნეტერეს ილია მეორეს მაცხოვრის შობის ხატი გადასცა. ახალგაზრდული ცენტრის დარბაზში კი სტუდენტების მიერ დაწერილი ხატები და სხვადასხვა ნივთები იყო წარმოდგენილი. მაშინ როდესაც 1965 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია გაიხსნა, მასში მხოლოდ 4 მსმენელი ირიცხებოდა.1988 წლიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით თბილისში გადმოვიდა. წლების მანძილზე სასწავლებელი უამრავმა სტუდენტმა დაამთავრა.1993 წლიდან კი სასულიერო კაკდანდემიასთანგაიხზსნა საღვთისმეტყველო ინსტიტუტი,შმედეგ წლებში სასწავლებელთან დაფუძნდა დეკორატიული მებარებოისა და ეკოლოგიის ინსტიტუტი და საეკლესიო გალობისა და სიმღერის უმაღლესი სასწავლებელი. ერს ღმერთი ანიჭებს მადლს სწორედ მის მიერ არჩეული მწყემსთავრის მეშეობით–აღნიშნეს დღევანდელ ღონისძიებაზე,როდესაც სრულიად საქართველოსს კტოლიკოს–პატრირტქის უწმიდენდეისადა და უნეტერსის ილია მეორის ღვაწლზე საუბრობდნენ.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced