სიახლეები
საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია დაიწყო
25/12/2011
მორიგი საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაცია დაიწყო. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის მომავალი ნათლულების დარეგისტრირება ფონდ ”ლაზარეს” ოფისში 12-დან 16 სააათამდე მიმდინარეობს. კათოლიკოს-პატრიარქი უკვე 10 300-ზე მეტი ბავშვის ნათლიაა. საქართველოს ეკლესიის მეთაურის ნათლულები ჯვარდაწერილი ოჯახების მე-3 და შემდეგი შვილები არიან. საყოველთაო ნათლობისთვის რეგისტრაციის გასავლელად მოქალაქემ ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობა, ბავშვების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები, საოჯახო და საპასპორტო ფოტოები 27 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს . ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა. მორიგი სახალხო ნათლობის თარიღი კი ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















