Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Hope Of Georgia

ხატი 'საქართველოს იმედი'

24/12/2011

ხატი “საქართველოს იმედი” სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტერესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სამი წლის განმავლობაში იქმნებოდა.

“საქართველოს იმედის” ხატზე გამოსახულნი არიან ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი, მის მაღლა ყოვლადწმიდა სამება. ღვთისმშობლის გარშემო მთავარანგელოზები – მიქაელი და გაბრიელი, ანდრია პირველწოდებული და წმიდა გიორგი. მეორე მხარეს კი წმიდა ნიკოლოზი და წმიდა ნინო. ასევე, მოწამე და მეომარი ქართველები, სასულიერო პირები.

“ღვთის მადლით შექმნილია ხატი, რომელსაც ჩვენ სამი წელი ვაკეთებდით. ეს არის დიდი ხატი, მსგავსი ხახულის ღვთისმშობლის ხატისა. მასზე 400-ზე მეტი წმიდანის პატარა ხატია მოთავსებული. შემკულია მინანქრისა და ოქროს ფირფიტებისაგან. ხატი სასწაულთმოქმედია,” – აღნიშნა უწმიდესმა (19.12.2011).

24 დეკემბერს დილის 11:00 საათზე საპატრიარქოს შენობიდან სიონის საკათედრო ტაძარში ხატის გადაბრძანებას უწმიდესი და უნეტარესი სამღვდელო და სამონაზვნო დასთან და მრევლთან ერთად წარუძღვება. მცირე პარაკლისის შემდეგ სიონის საკათედრო ტაძრიდან ხატი ყოვლადწმიდა სამების საკათედრო ტაძარში გადაბრძანდება, სადაც პარაკლისი შესრულდება.

ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მსურველებს შეუძლიათ 24 დეკემბერს, შაბათს, 10:30 სთ-იდან მიბრძანდნენ საპატრიარქოსთან.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced