Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Donate Love to Each-Other

„ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - თბილისის კლასიკური გიმნაზიის უმცროსკურსელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა

22/12/2011

22 დეკემბერს 15:00 საათზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ოფისში, პროექტის  - „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ - ფარგლებში გაიმართება თბილისის კლასიკური გიმნაზიის უმცროსკურსელთა ნახატების საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო  საქველმოქმედო ფონდში,  პროექტის -  „ვაჩუქოთ ერთმანეთს სიყვარული“ -  ფარგლებში გამოფენები რეგულარულად ეწყობა, რომელშიც მონაწილეობენ თბილისის სხვადასხვა საჯარო სკოლის უმცროსკლასელები.

ამჯერად, პროექტის ფარგლებში ფონდი თანამშრომლობას იწყებს არასამთოვრობო ორგანიზაციასთან - ,,მზრუნველი მშობლები ინვალიდი ბავშვებისათვის“. აღნიშნული ორგანიზაციის მიზანია გაზარდოს საზოგადოების, სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობა ყველა იმ  გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომელიც გავლენას ახდენს  ინვალიდი და უნარშეზღუდული  ბავშვების ცხოვრებაზე.

საქველოქმედო გამოფენა-გაყიდვის შედეგად შემოსული თანხა, სათამაშოები და სხვა ნივთები    გადაეცემა  მათ და მოხმარდება შეჭირვებული ოჯახების ინვალიდი და უნარშეზღუდული  ბავშვებისათვის მედიკამენტებისა და სხვა საჭირო ნივთების შეძენას.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი და საქართველოს კულტურის ხელშეწყობისა და განვითარების ფონდი.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced