Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


The Holy Synod

საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა

22/12/2011

20 დეკემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია მეორის თავმჯდომარეობით, საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა გაიმართა.

 წმიდა სინოდმა 6 მნიშვნელოვანი საკითხი განიხილა: ბოლო პერიოდში მასმედიაში ანტიეკლესიური პროპაგანდის თემა და მისი მშვიდობიანად მოგვარების გზები, ეკლესიაში უკვე არსებული საგანმანათლებლო პროცესების გაუმჯობესება და ახალი სტრუქტურების ჩამოყალიბება, სოფლის მეურნეობის განვითარება.

შეკრებაზე წმიდა სინოდმა ჩვენს ქვეყანაში ახალი პირადობის მოწმობების (ID ბარათის) გაცემის საკითხზე იმსჯელეს. სხდომის მდივნის საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი დანიელის (დათუაშვილი) თქმით, აღნიშნულ საკითხზე ეკლესიის მოსაზრება საზოგადოებისთვის ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.

წმიდა სინოდის განჩინებით საქართველოს უახლესი ისტორიის გამორჩეული პიროვნებები, ძმები კარბელაშვილები და ფილიმონ ქორიძე წმიდანთა დასში შეირაცხნენ. ძმები კარბელაშვილები: დეკანოზი ანდრია და მღვდელი პეტრე წმიდა მოწამეებად, ეპისკოპოსი სტეფანე, დეკანოზი პოლიექტოსი და მღვდელი ფილიმონი წმიდა აღმსარებლებად შეირაცხნენ.

ქართული ერისა და ეკლესიის წინაშე შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლითა და დამახურებით წმიდანად შეირაცხა ასევე ფილიმონ ქორიძე, რომელსაც წმიდა სინოდის განჩინებით წმიდა ფილიმონ მგალობელი ეწოდა.

წმიდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced