სიახლეები
პატრიარქის აყსაყდრებიდან 34 წლისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი
20/12/2011
ამა წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება.
ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი 25 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ატარებს გალ-კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები – ლიანა ისაკაძე, ვახტანგ კახიძე, ირინე რატიანი, თამარ ბერაია, ზვიად ბოლქვაძე; ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის გუნდი, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი, ვაჟთა გუნდი “მძლევარი” და სხვ.
კონცერტზე აჟღერდება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მუსიკალური ნაწარმოებები – “Kyrie Eleison”, “Ave Maria”, “Sanctus”, ხოლო დასასრულს შედგება მისი ახალი ქმნილების “Agnus Dei” პრემიერა.
საღამოში მონაწილე მუსიკოსების მიერ ასევე შესრულდება ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები: ბელინის ოპერა “ნორმადან” ნორმას არია; ბეთჰოვენის საფორტეპინო კონცერტის ფინალი; ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტის ფინალი და სხვ.
კონცერტის მხარდამჭერებიარიან: სს “თელასი”; კომპანია “Flowers.ge”; კომპანია “ Pilgrim Tours”.
მედიაპარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი; ტელევიზია “ერთსულოვნება”; რადიო “ივერია”; რადიო “მუზა”; მედია-სახლი “პალიტრა”.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















