სიახლეები
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს
18/12/2011
მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა საბა განწმენდილის ხსენების დღეს აღნიშნავს.
დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას დღეს სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.
ღირსი საბა განწმედილი V საუკუნეში კაბადოკიაში, კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში დაიბადა. წმინდანის მამა მხედართმთავარი იყო. იგი სამსახურის საქმეებზე ალექსანდრიაში გაგზავნეს და მეუღლეც თან წაიყვანა. ხუთი წლის საბა კი ბიძას დაუტოვეს აღსაზრდელად. მისი მამის ქონების გამო სანათესაოში შფოთი და მტრობა ჩამოვარდა. რვა წლის საბამ ყველაფერი მიატოვა და ფლაბიანოსის მონასტერს შეეხიზნა. აქ მან მარხვაში 10 წელი გაატარა, რითაც უფლისგან სასწაულთქმედების მადლი მიენიჭა. შემდეგ იერუსალიმს მიაშურა და რამდენიმე მონასტერში ცხოვრობდა.
უფლის ბრწყინვალე ანგელოზის გამოცხადების შემდეგ წმინდა მამა სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა. მალე მის გარშემო ბერები შემოიკრიბნენ და დიდი ლავრა შეიქმნა.
წმ. საბა განწმენდილი მართლმადიდებელი ეკლესიის სიწმინდის დასაცავად იბრძოდა. იგი მრავალ სასწაულს აღასრულებდა: მისი ლოცვით უდაბნოში წყარო აღმოცენდა, საშინელი გვალვის დროს ძლიერი წვიმა წამოვიდა, მრავალი სნეული და ეშმაკეული განიკურნა. ნეტარს მხეცებიც უდრტვინველად ემორჩილებოდნენ.
წმიდა საბამ საკუთარი აღსასრულის მოახლოება წინასწარ განჭვრიტა. იგი 532 წლის 5 დეკემბერს აღესრულა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















