სიახლეები
წმინდა დიდმოწამე ბარბარე
17/12/2011
დღეს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამე ბარბარეს ხსენების დღეს აღნიშნავს. წმინდა ბარბარე მეოთხე საუკუნეში ეზიარა ქრისტეს რჯულს და თავი გაწირა სარწმუნოებისათვის. იგი ფინიკიის ქალაქ ილიოპოლისში მდიდარ, წარჩინებულ ოჯახში დაიბადა. დედა ადრე გარდაიცვალა, მამა-კერპთაყვანისმცემელი დიოსკორე, ქალიშვილს ძალიან ანებივრებდა. წმინდა ბარბარე გამორჩეულად ლამაზი იყო, ამიტომ დიოსკორემ ჩათვალა, რომ საკუთარი შვილის მშვენიერება ჩვეულებრივ ადამიანებს არ უნდა ეხილათ, ცალკე კოშკი აუშენა და გამოკეტა. წმინდანს ამქვეყნიური დიდება არ აინტერესებდა და არც გათხოვებაზე ფიქრობდა, დიოსკორემ კი რადგან ძალიან სურდა ქალიშვილს ოჯახი შეექმნა, მისი ეს გადაწყვეტილება განმარტოვებულ ცხოვრებას დააბრალა და მეტი თავისუფლება მისცა. მან აბანოც აუშენა შვილს, რომელსაც მზის და მთვარის კერპების თაყვანისსაცემად ორი ფანჯარა გამოუჭრა. ერთხელ დიოსკორეს საკუთარი სახლიდან შორს მოუხდა გამგზავრება, ამასობაში წმინდა ბარბარე ქრისტეს რჯულს ეზიარა და ილიოპოლისში დაბრუნებული მამა მიხვდა, რომ მის შვილს კერპები სულაც არ აინტერესებდა და სხვა რჯულს აღიარებდა. წმინდა დიდმოწამე ბარბარე საკუთარი მამის ხელით აღესრულა. ერთხანს მისი წმინდა ნაწილები ილიოპოლისში განისვენებდა, შემდეგ კონსტანტინეპოლში გადააბრძანეს, ამჟამად კი კიევში, წმინდა ვლადიმირის ტაძარშია დაბრძანებული.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















