Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Poster

პატრიარქის აყსაყდრებიდან 34 წლისადმი მიძღვნილი გალა-კონცერტი

16/12/2011

ამა წლის 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორეს აღსაყდრებიდან 34 წელი სრულდება.

ამასთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი 25 დეკემბერს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ატარებს გალ-კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქართული საშემსრულებლო ხელოვნების საუკეთესო წარმომადგენლები – ლიანა ისაკაძე, ვახტანგ კახიძე, ირინე რატიანი, თამარ ბერაია, ზვიად ბოლქვაძე; ასევე თბილისის სიმფონიური ორკესტრი, თბილისის ოპერის გუნდი, სამების ტაძრის მგალობელთა გუნდი, ვაჟთა გუნდი “მძლევარი” და სხვ. 

კონცერტზე აჟღერდება უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორეს მუსიკალური ნაწარმოებები – “Kyrie Eleison”, “Ave Maria”, “Sanctus”, ხოლო დასასრულს შედგება მისი ახალი ქმნილების “Agnus Dei” პრემიერა.

საღამოში მონაწილე მუსიკოსების მიერ ასევე შესრულდება ქართული და მსოფლიო კლასიკური მუსიკის საუკეთესო ნიმუშები: ბელინის ოპერა “ნორმადან” ნორმას არია; ბეთჰოვენის საფორტეპინო კონცერტის ფინალი; ჩაიკოვსკის სავიოლინო კონცერტის ფინალი და სხვ.

კონცერტის მხარდამჭერები არიან: სს “თელასი”; კომპანია “Flowers.ge”; კომპანია “ Pilgrim Tours”.

მედია პარტნიორები: საზოგადოებრივი მაუწყებელი; ტელევიზია “ერთსულოვნება”; რადიო “ივერია”; რადიო “მუზა”; მედია-სახლი “პალიტრა”.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced