Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

პატრიარქი სოფლებში მცირე საწარმოების შექმნის ინიციატივით გამოვიდა

11/12/2011

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე სოფლებში მცირე საწარმოების შექმნისა და სოფლის მოსახლეობის დასაქმების ინიციატივით გამოვიდა.

როგორც დღევანდელი ქადაგებისას ილია მეორემ ბრძანა, სოფელი თანდათან იცლება. მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობის ნახევარზე მეტი უცხოეთშია წასული.

უწმინდესის თქმით, სახელმწიფომ უნდა იფიქროს სოფელზე, რადგან ახალგაზრდობა მიდის სოფლიდან და სოფელი რჩება უკაცრიელი.

ილია მეორე ასევე გამოვიდა ინიციატივით, რომ სახელმწიფომ ან რომელიმე ჯგუფმა გამოყოს კრედიტი და სოფლებში აშენდეს მცირე საწარმოები, სადაც დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. "დავუშვათ 100-კომლიან სოფელში თითო ოჯახს რომ გამოუყოთ 10 ათასი ლარი, 100 ოჯახზე გამოვა მილიონი, მაგრამ ეს ფული არ უნდა მივცეთ, რადგან გაჭირვებულია და უცბად დაეხარჯება. ამ ფულით ისევ სახელმწიფომ ან ვიღაც ჯგუფმა უნდა ააშენოს ისეთი წარმოება, სადაც დასაქმდება მთელი სოფელი. მაგალითად, ჩვენს სოფელში, ყაზბეგის რაიონის სოფელ სნოში შესანიშნავი წამოწყებაა მეთევზეობა", - ბრძანა პატრიარქმა.

მისივე თქმით, შესაძლოა მოსახლეობაზე გაიცეს ასევე გრძელვადიანი კრედიტი, რომელსაც სოფლის მცხოვრები დაახლოებით ათი წლის განმავლობაში გადაიხდის.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced