Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

ტაძარი – ეს არის კარიბჭე სასუფევლისა

05/12/2011

“მსურს რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ტაძარს. ტაძარი – ეს არის კარიბჭე სასუფევლისა. მახსენდება ის დრო, როცა ამ წმიდა ტაძრის მშენებლობას ვიწყებდით. ჯერ მხოლოდ საძირკველი იყო ნაკურთხი, მაგრამ ისეთი მადლი მოეფინა ამ ადგილს, სახლებში წასვლა აღარ გვინდოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტაძარში განსაკუთრებული მადლია და ეს მადლი ადამიანს ცვლის. დღეს განსხვავებულად უყურებენ სულიერ ფასეულობას. ცოდვა ცოდვად აღარ მიაჩნიათ. რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ? როგორ უნდა შევხვდეთ მაცხოვარს? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ადგილი იყოს მაცხოვრის მარჯვენა მხარეს? უპირველეს ყოვლისა, მტკიცე რწმენა უნდა გვქონდეს, რასაც თვალისჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

დედ-მამა ცდილობს ბავშვს მრავალსახოვანი განათლება მისცეს. ამ დროს კი გვავიწყდება მისთვის სულიერი განათლების მიცემა. ამიტომ ისინი იზრდებიან ეგოისტები, რომელნიც ტოვებენ თავიანთ მშობლებს, მიჰყავთ ისინი მოხუცთა სახლებში. მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ როგორც თავად მოექცევიან თავიანთ მშობლებს, ისე თავიანთი შვილები მოექცევიან მათ. ადამიანი ბედნიერი რომ იყოს, ამისი პასუხი გვქვს ჩვენ: “პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ”. “კეთილი გეყოს” – ეს ნიშნვს ბედნიერი და დღეგძელი იყო ქვეყანასა ზედა. მე არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ ყოველდღე უნდა მიხვიდეთ მშობლებთან და სთხოვოთ დალოცვა. მშობელი დაგლოცავს და შენ რომ წახვალ სხვაგან, მისი გული შენს ლოცვაში იქნება მთელი დღე. ეს არ უნდა დაივიწყოთ.”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced