სიახლეები
შეხვედრა ქტიტორთა სათათბიროს წარმომადგენლებთან
03/12/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპიკოსპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფახაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობაში ჩართულ ”ქტიტორთა სათათბიროს” წარმომადგენლებს შეხვდა. საქველმოქმედო აქციის ორგზანიზატორმა და ფონდ ”ივერიისას” დამფუძნებელმა, საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ, საქართველოს ეკლესიის მეთაურსა და სათათბიროს სხვა წევრებს ბოლო 14 თვის განმავლობაში მშენებლობისთვის შეწირული და დახარჯული თანხების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. ”ქტიტორთა სათათბიროს” მოვალეობა კი თავის მხრივ ტაძრის მშენებლობისა და მთლიანი პროექტის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებაა. სათათბიროს წევრები რეგულარულად ეცნობიან ფონდ ”ივერიისას” აქტივობასა და ფინანსურ ანგარიშს, მონაწილეობას იღებენ ფონდის წევრების მიერ წარმოდგენილი მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. პაატა ბურჭულაძის განმარტებით, ტაძრის მშენებლობაში 370 კომპანია და 244 ათასი ფიზიკური პირია ჩართული. კათოლიკოს-პატრიარქმა იმედი გამოთქვა, რომ აქციაში დროთა განმავლობაში მეტი ადამიანი ჩაერთვება.
უწმინდესისა და უნეტარესის ლოცვა-კურთხევით თბილისში, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საძირკველი 2011 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეს, ეკურთხა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე ასევე განთავსდება საერთაშორისო მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლი, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო ცენტრები.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















