სიახლეები
შეხვედრა ანსამბლ ’’ორერას’’-თან
01/12/2011
სრულიად საქართველოს სათოლიკოს პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ანსამბლ ’’ორერას’’ წევრებს შეხვდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრები დალოცა და ქართულ მუსიკალურ სფეროში მათ წვლილზე ისაუბრა. ანსამბლის წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქი 20 დეკემბერს ’’ორერას’’ საიუბილეო კონცერტზე მიიწვიეს.
ვოკლაურ-ინსტრუმენტალური ანსამბლი ორერა ნახევარი საუკუნის წინ მომღერლების: რობერტ ბარძიმაშვილის, თეიმურაზ დავითაიას, ზურაბ იაშვილისა და თამაზ ფანჩვიძის თაოსნობით დაფუძნდა. 50 წლიანი მოღვაწეობის განმავლობაში მათ მიერ არაერთი სიმღერა შეიქმნა. ანსამბლის წევრები 20 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ორი საათით მსმენელს ძველ დროში დააბრუნებენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ ’’ორერას’’ წევრებმა კათოლიკოს-პატრიარქის საგალობლებიც მოისმინეს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















