სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქმა სომხეთის პრეზიდენტი მიიღო
30/11/2011
29 ნოემბერს, საპატრიარქოში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი მიიღო.
შეხვედრის ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა. შეხვედრის დახურვამდე უწმინდესმა და სომხეთის პრეზიდენტმა ერთმანეთს სიტყვით მიმართეს. კათოლიკოს-პატრიარქმა აღნიშნა, რომ მოხარულია სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტით.
უწმინდესმა ისაუბრა ორი ქვეყნის ისტორიულ მეგობრობაზე და ქართული და სომხური ეკლესიების როლზე საკუთარი ერების წინაშე. პატრიარქმა აღნიშნა, რომ აფასებს ორი ერის ურთიერთობას და კულტურულ თანხვედრას.
"ძალიან ხშირად ჩვენი ურთიერთობების შურთ, მაგრამ ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ამ წინააღმდეგობას. ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები", - დასძინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა. უწმინდესმა თავის მისასალმებელ სიტყვაში სრულიად სომხეთის კათოლიკოსი გარეგინ მეორეც მოიკითხა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ სომეხ და ქართველ ერს ბევრი რამ აქვთ საერთო. მისი თქმით, საქართველომ და სომხეთმა თავისი არსებობის მანძილზე ძალიან რთული პერიოდები გამოიარეს. ხშირ შემთხვევაში ეკლესიებს სახელმწიფოს მისიის შესრულებაც უწევდავთ. "ჩვენ ვაფასებთ თქვენს პიროვნებას და უდიდესი მნიშვნელობა გაგაჩნიათ რთულ რეგიონში. თქვენ შეგიძლიათ დააახლოვოთ ამ რეგიონში არსებული ერები", - აღნიშნა სერჟ სარგსიანმა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















