სიახლეები
‘იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს’
27/11/2011
“უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: “იყავით სრულყოფილნი ვითარცა მამა თქვენი ზეციერი სრულყოფილ არს”. ადამიანი ვერასოდეს იქნება ისეთი სრულყოფილი, როგორც მამა ზეციერია. ეს მიგვითითებს იმაზე, რომ სრულყოფის პროცესი დაუსრულებელია. ადამიანი დგას ან სრულყოფის, ან დაცემის გზაზე. ის დაუსრულებლად დაეცემა, თუ არაფერმა უშველა. ხოლო თუ სრულყოფილების კიბეზე დგას, ის ბოლომდე ავა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რა გზები არსებობს სრულყოფილებისთვის. ჩვენი სარწმუნოება, სიყვარული, მიმტევებლობა და ის სიკეთე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ ჩვენს ცხოვრებაში – ეს ყველაფერი არის აუცილებელი პირობაა, რომ ადამიანი სრულყოფის გზაზე დადგეს. ის დაცემას ხშირად ვერ გრძნობს და ჰგონია, სრულყოფის გზაზე დგას.
არის კიდევ ერთი პირობა, რომელიც ხელს უწყობს სრულყოფას, ეს არის სიმშვიდე. ეს ისეთი თვისებაა, რომელიც აკლია თანამედროვე კაცობრიობას, თანამედროვე ადამიანს”.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II
27.11.2011
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















