Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Patriarch

კათოლიკოს–პატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება

25/11/2011

23 ნოემბერს მართმადიდებელი ეკლესია წმინდა დიდმოწამის, ძლევაშემოსილისა და საკვირველმოქმედ გიორგის ხსენების დღეს აღნიშნავდა. სადღესასწაულო წირვა–ლოცვა მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა, მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოსპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აღავლინა. ტაძარი, რომელიც 250 წელზე მეტია არსებობს, გიორგი ბატონიშვილის მიერ დაარსდა. ეკლესია აკურთხა ქართველმა მთავარეპისკოსომა იოსებმა, რომელიც ვახტანგ მეექვსეს თან ახლდა. კომუნისტური რეჟიმის დროს ტაძარი დაიხურა და იქ ეკონომიკის ტექნიკუმი განთავსდა. ეკლესიაში წირვა–ლოცვა მხოლოდ 90 –იან წლებში აღდგა. მოსკოვის ქართული სათვისტომოს წარმომადგენლებისთვის ტაძარი ისტორიული მნიშვნელობის გარდა, უდიდეს სულიერ დატვირთვას ატარებს. ამიტომაც ჩვენი თანამემულეებისთვის გიორგობის დღესასწაულზე კათოლიკოს–პატრიარქის ვიზიტი განსაკუთრებით სასიხარულო იყო.

საქართველოს ეკლესიის მეთაური რუსეთში 18 ნოემბერს გაემგზავრა. კათოლიკოს–პატრიარქი სამშობლოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced