Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meeting

‘პატრიარქებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის აღსადგენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ’

20/11/2011

"ჩვენ, პატრიარქებმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშვიდობა და კეთილდღეობა აღდგეს”, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ რუსეთის პატრიარქ, კირილთან შეხვედრისას განაცხადა.

"ის კონფლიქტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის იყო და ახლაც არის ღია ჭრილობებია, რომელიც აუცილებლად უნდა მოვაშუშოთ. დარწმუნებული ვარ ამას მოვახერხებთ", - ბრძანა ილია მეორემ.

საქართველოსა და რუსეთის პატრიარქები ერთმანეთს მაცხოვრის ტაძარში შეხვდნენ და ქვეყნებს შორის არსებული პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე ისაუბრეს. კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა, მონაწილეობას იღებს რუსეთის პატრიარქის 65-წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

უწმინდესი მოსკოვში მცხოვრებ ქართველებთან და აფხაზებთანაც გეგმავს შეხვედრას. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სადღესასწაულო წირვას აღავლენს. 

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced