Foundation of the Catholicos Patriarch of all Georgia

Search the site
Tbilisi,Georgian directory and business map.
Donations
Transfer supported methods

სიახლეები


Meeting

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი რუსეთის პატრიარქს შეხვდა

19/11/2011

19 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილს შეხვდა. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

პატრიარქების შეხვედრა მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში გაიმართა.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში 18 ნოემბერს გაემგზავრა. უწმინდესთან ერთად დელეგაციაში იმყოფებიან წმინდა სინოდის წევრები და სხვა სასულიერო პირები. პატრიარქი მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

გამგზავრების წინ უწმინდესმა ბრძანა, რომ მოსკოვში ვიზიტის დროს შეხვდება მოსკოველ ქართველებსა და აფხაზებს. 23 ნოემბერს კი მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში წირვას აღავლენს.

photo alt text
photo alt text

აუდიო

This text will be replaced