სიახლეები
კათოლიკოს-პატრიარქი დღეს მოსკოვში მიემგზავრება
18/11/2011
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტერესი ილია მეორე დღეს მოსკოვში მიემგზავრება. უწმინდესი რუსეთის პატრიარქის, უწმინდესი კირილის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას. უწმინდესი რუსეთში მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად გაემგზავრება.
ორი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური ერთობლივ წირვას 20 ნოემბერს, მოსკოვში მაცხოვრის სახელობის ტაძარში აღავლენს. 23 ნოემბერს, გიორგობის დღეს, კათოლიკოს-პატრიარქი მოსკოვში, წმ. გიორგის სახელობის ქართულ ტაძარში წირვას აღავლენს და რუსეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდება.
უწმინდესი მოსკოვში ვიზიტის დროს რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეხვდება. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი საქართველოში 24 ნოემბერს დაბრუნდება.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















