სიახლეები
ახალი ტაძრის კურთხევა
16/11/2011
დიდუბეში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი დღეს მარტყოფისა და გარდაბნის ეპისკოპოსმა იაკობმა აკურთხა და ახლადგახსნილ ეკლესიაში პირველი წირვა-ლოცვა აღავლინა. ტაძრის გახსნაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმიდესი და უნეტარესი ილია მეორე მიბრძანდა. საქართველოს ეკლესიის მეთაურმა მრველს ტაძრის კურთხევა მიულოცა და მღვდელმსახურებთან ერთად წმინდა გიორგისადმი სავედრებელი პარაკლისი აღავლინა. წმინდანისადმი სავედრებელი პარაკლისის დასრულების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ტაძრის წინამძღვარი და მღვდელმსახურები დამსახურებული ღვაწლის გამო დაადილოდვა. ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი ანტონ ხავთაძე მეორე გამშვენებული ჯვრის უფლებით, დეკანოზი ზურაბ დრიგალაშვილი გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით, მღვდელი ზურაბ გოგიტიძე კი დეკანოზის ხარისხში აღამაღლა.
ბაზილიკური ტიპის ტაძრის მშენებლობას საძირკველი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ლოცვა კურთხევით 2003 წელს ჩაეყარა. ეკლესიის მშენებლობაც ამავე წელს დაიწყო. მთავარი სამუშაოები უკვე დასრულებულია. ეკლესიის საკურთხევლის მოხატვაზე მღვდელმა იოსებ ჭინჭარაძემ იმუშავა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















