სიახლეები
წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღე
13/11/2011
12 ნოემბერს, მეტეხის კლდეზე მდებარე წმინდა ასი ათასი მოწამის სახელობის პატარა ტაძარი იკურთხა, ხოლო 13 ნოემბერს მთელი საქართველო წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს იზეიმებს. ისტორია, თუ როგორ შეემატა წმინდანთა დასს საქართველოში მცხოვრები ჩვეულებრივი ადამიანები 1226 წელს იწყება, უფრო სწორად მაშინ, როცა დვინის და დაგარნისის აღების შემდეგ ჯალალედინი თბილისში შემოიჭრა. პატარა ქვეყნის დიდი ტრაგედია აქ არ დამთავრებულა. ჯალალედინის შურისძიება ქართველბზე სრულიად დაუნდობელი იყო. სულთანმა სიონის ტაძარს გუმბათი მოხადა და ზედ ტახტრევანი დაადგმევინა. დამპყრობელმა ეს არ იკმარა და ქრისტიანების გამაჰმადიანება გადაწყვიტა. სიონის ტაძრიდან ღვთისმშობლისა და მაცხოვრის ხატები მოატანინა, ხიდზე დაადებინა და ხალხს „პატიოსან ხატთა დათრგუნვა და სჯულის დატევება“ უბრძანა. ასი ათასი ადამიანი შეეწირა იმ დღეს სარწმუნოების დაცვას. ხიდი, რომელიც ასი ათას მოწამეს რწმენის უარყოფის გზით უნდა გაევლო, დღეს უკვე აღარ არსებობს. 1951 წელს ახალი გადასასველი ააგეს. მტკვარმაც 9 მეტრით მაღლა აიწია, მაგრამ როგორც კი წყლის დონე კლებულობს მდინარეში ხიდის ძველი ბურჯები გამოჩნდება ხოლმე.
ტაძარი, რომელიც შაბათს იკურთხა ზუსტად იმ ხიდის ბურჯებზეა აგებული, რომელზედაც ასი ათასმა მოწამემ თავი გასწირა. პატარა ეკლესია მხოლოდ რამდენიმე ადამიანს იტევს, თუმცა შინაარსით ძალიან დიდია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქის, მცეთა–თბილისი მთვარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ–აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდეისა და უნეტარესი ილია მოერის ლოცვა-კურთხევით წმინდა ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს ლოცვითი მსველობით მტკვარზე ხიდთან უამრავი ადამიანი მიდის.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















