სიახლეები
სავედრებელი პარაკლისი
09/11/2011
სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქის, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარეისის ილია მეორის ლოცვა-კურთევით, დღეს, ათონის მთაზე ივერიონის მონასტერში, იერუსალიმში ყოვლადწმინდა ღთვთისმშობლის საფლავთან და თბილისში მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექში ერთდროულად, თბილისის დროით 14 საათზე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კეთილდღეობისათვის და მახათას მთაზე მშენებარე სამონასტრო კომპლექსის მსენებლობის კეთილად წარმართვისათვის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.
ათონის მთაზე ღვთისმსახურება საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტმა დანიელმა სასულიერო პირებთან და იქ საგანგებოდ ჩასულ ქართველებთან ერთად გადაიხადა. მათ შორის არის ქართველი საოპერო მომღერალი და მსოფლიო ბანი-პაატა ბურჭულაძე. იერუსალიმში, ღვთისმშიბლის საფლავთან ღვთისმსახურება წმინდა სამების საპატრიარქო ტაძრის წინამძღვრის მოადგილემ, არქიმანდრიტმა ილია ნასიძემ აღასრულა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, ქართველთა ერთობისათვის სავედრებელი პარაკლისი თბილისში, გარდაბნისა და მარტყოფის ეპისკოპოსმა იაკობმა იმ ადგილას აღავლინა, სადაც ამჟამად, საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელის ლოცვა-კურთხევით, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ხატის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















