სიახლეები
ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან
06/11/2011
31 ოქტომბერს პროექტის “ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან” ფარგლებში შედგა გასვლითი ღონისძიება საგარეჯოს რაიონ სოფ. ბადიაურში, სადაც მოსახლეობის ძირითად ნაწილს მუსლიმი მოსახლეობა შეადგენს. მანამდე, კი 18 ოქტომბერს საორგანიზაციო საკითხების მოგვარების მიზნით ბადიაურის საჯარო სკოლას ეწვიენ პროექტის კოორდინატორები ნინო ცაგარელი და მარიამ დავითაშვილი, რომლებიც შეხვდნენ სკოლის დირექტორსა და საგარეჯოს რაიონის რესურს-ცენტრის დირექტორს გივი დუჩიძეს და შესთავაზეს ახალგაზრდების შეხვედრის მოწყობა ცნობილ ხელოვანთან, საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვართან მანაბა მაგომედოვასთან და მის ქალიშვილთან დაღესტნის დამსახურებულ მხატვართან ლეილა იზაბაკაროვსათან.
შეხვედრა შედგა 31 ოქტომბერს ბადიაურის საჯარო სკოლაში, რომელსაც დაესწრო როგორც აზერბაიჯანელი დაქართველი მოსწავლეები, ასევე მასწავლებლებიც. ნაჩვენები იყო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი მხატვრების ოჯახზე, რითაც მათ ცხოვრებასა და შემოქმედებას აუდიტორია უფრო კარგად გაეცნო. ქალბატონმა მანაბამ და ქალბატონმა ლეილამ ისაუბრეს ქართულ კულტურაზე იმ საუკეთესო ურთიერთობებზე, რაც მათ ქართველ მხატვრებთან აკავშირებთ. შეხვედრამ აუდიტორიის მხრიდან დიდი ინტერესი და აღფრთოვანება მოჰყვა. დასასრულ, სტუმრებმა ახალგაზრდებს უსახსოვრეს კატალოგები და DVD ავტოგრაფებით, ასევე ერთად გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.
პროექტი “ახალგაზრდების შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან” ხორციელდება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია " World Vision"-ის მხარდაჭერით.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















