სიახლეები
სამტრედიაში პირველი საკათედრო ტაძარი გაიხსნა
04/11/2011
3 ნოემბერს სამტრედიაში პირველი საკათედრო ტაძარი გაიხსნა. საზეიმო საღვთო ლიტურგია სრულიად საქართველოს კათლიკოს–პატრიარქმა მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუ–აფხაზეთის მიტროპოლირმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ აღავლინა. წირვა–ლოცვის დაწყებამდე ეკლესია ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბამ აკურთხა. პირველ საზეიმო ღვთისმსახურებას უამრავი ადამიანი დაესწრო. წმინდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის აგებას საფუძველი 1990 წელს ჩაეყარა, საძირკველი წლების წინ თავად კათოლიკოს–პატრიარქმა აკურთხა. ტაძრის აშენებაში მთელი ეპარქია აქტიურად მონაწილეობდა. ეკლესიის ასაგებად ქვები მთელი საქართველოდან ჩამჰქონდათ.
საღვთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრირქმა უწმინდესმა და უნეტერესმა ილია მეორემ მრევლს დღევანდელი დღე მიულოცა. კათოლიკოს–პატრირქმა ხონისა და სამტრედიის ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირებიც დააჯილდოვა. ტაძრის კურთხევასთან ერთად მთელი ეპარქია კიდევ ერთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობდა - 1995 წელს, თითქმის ორასი წლის შემდეგ, კათოლიკოს–პატრიარქის ლოცვა–კურთხევით მეცხამეტე საუკუნეში გაუქმებული ხონისა და სამტრედიის ეპარქია აღსდგა.
სხვა სიახლეები
-
27/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს საქართველოში მოღვაწე ელჩები ეწვივნენ
-
25/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება გიორგობის დღესასწაულზე (23.11.2019)
-
25/11/2019
სამების საკათედრო ტაძარში 61-ე საყოველთაო ნათლობა ჩატარდა
-
20/11/2019
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში
-
20/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
-
19/11/2019
სტუმრობა საპატრიარქოში
-
18/11/2019
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქადაგება (17.11.2019)


















